ესტონეთი VS საქართველო - ბრძოლა თეორიული შანსის შესანარჩუნებლად

AutoSharing Option
დღეს, 30 ნოემბერს, ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი ტალინის 7 200-იან "საკუ არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენს გუნდს ფინალურ ტურნირზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს, მაგრამ ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მოკლედ გეტყვით სატურნირო მდგომარეობის შესახებ: ჯგუფიდან სამი უძლიერესი გადის, ჩვენი L ჯგუფიდან გერმანია და საბერძნეთი უკვე გავიდნენ, მესამე ადგილზე სერბეთია, რომელიც 2 მოგებით გვისწრებს. მოკლედ, ვითარება ძალიან რთულია.

მიუხედავად ამისა, ბრძოლა ღირს და სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, პრესტიჟის საქმეცაა და გუნდს შესათამაშებლად გამოადგება. თანაც, საინტერესოა თორნიკე
შენგელიასა
და მეტ ჯენინგის არყოფნისას როგორ წარმოაჩენენ თავს ის მოთამაშეები, რომლებსაც საამისო შანსი მიეცემათ.

ძალიან საინტერესოა ტრავმამორჩენილი ბექა ბურჯანაძის თამაში, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატზე რამდენიმე წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ესტონეთმა ტურნირზე ყველა მატჩი წააგო და პირველი გამარჯვების მოპოვების სურვილს არ მალავენ, თუმცა შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ალბათ, გაუჭირდებათ. კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი ისაა, რომ მათ არ ჰყავთ ტანმაღალი ცენტრები და წესით, ფარზე უპირატესობა ჩვენი უნდა იყოს.

საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე პერიმეტრიდან კარგად ისვრის და მათი ნეიტრალიზებაა საჭირო.

გაგაცნობთ ესტონეთის ნაკრების შემადგენლობას:

სტენ სოკი "ირაკლისი" (საბერძნეთი) 29/184
კრისტიან კულამაე "ბაუნაჩი" (გერმანია) 19/195
რაინ ვეიდემანი "რაპლა" (ესტონეთი) 27/192
მარტინ პაასოია "პსიჩიკო" (საბერძნეთი) 25/191
იენაარ იოესაარი "კალევი" (ესტონეთი) 24/198
კასპარ ტრეიერი   "პოდეროსა" (მონტენეგრო) 19/203
სიმ-სანდერ ვენე "მანრესა" (ესპანეთი) 28/203
კრისტიან კიტსინგი "კალევი" (ესტონეთი) 27/206
კრისტიან კანგური "კალევი" (ესტონეთი) 36/203
კრეგორ ჰერმეტი "ტარტუს უნივერსიტეტი" (ესტონეთი) 21/204
იანარ ტალტსი "კალევი" (ესტონეთი) 25/207
ინდრეკ კაიუპანკი "რაპლა" (ესტონეთი) 30/200

შეგახსენებთ, თამაში ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

Sportall.Ge

altსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ტალინის "საკუ არენაზე" ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მცდარი მსჯელობაა სტატიაში, არა 2 არამედ 4 მატჩია დარჩენილი და ასევე ერთნაირი ქულების შემთხვევაში ურთიერთთამაშებს ეძლევა უპირატესობა
შაკო
10:10 30-11-2018
3
შაკო, შაკო
11-12 თამაშს რა საქართველო თავის თავს ეთამაშება??????
დათო
11:32 30-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული