არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ბითაძემ 18 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ცინცაძემ 14, შერმადინმა 10 (11 მოხსნა)), მაკფადენმა 9, სანაძემ 8, ბურჯანაძემ 6, ფაცაციამ 3, ბერიშვილმა 3.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით კოენი იყო, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

დღეს მოგვიანებით სერბეთი საბერძნეთს მასპინძლობს.

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ


altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო

altტომერ გინატი: მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო


მკითხველის კომენტარები / 27 /
ეს ლონდარიძე ზუროსს მარტო პირსახოცის საქნევად ჭირდება თუ მე ვერ ვგებულობ რამეს:)
?
04 დეკემბერი 2018 11:56
0
ადმინ,მთავრობამ საკუთარ სივრცეში მარიხუანის მოხმარება დაუშვა,მაგრამ დაბოლილების პოსტებს რომ უშვებთ და ძალიან ბევრ ,მართლა გულშემატკივრის პოსტსა ბლოკავთ,ეს რაღას ნიშნავს?ერთხელ ხუმრობა გამიგია,აჰა,ორჯერაც,მაგრამ ასეთი გამუდმებული და თანაც ასე უშნო?გააჩერეთ რა!
სოსო
04 დეკემბერი 2018 12:34
1
თამაშის ხარისხია ძალიან დაბალი, არანაირი კომბინაცია, მთელი თამაში ცინცაძეს მეტხანს უჭირავს ბურთი, ვიდრე დანარჩენ კალათბურთელებს ერთად, არ ახტეთ და დახტეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ნაკრები არ გვყავს ნამდვილად.
dato
04 დეკემბერი 2018 11:18
0
კოკოშკოვი ვერანაირად ვერ ჯობდა ზუროს რადგან იმ გუნდით უფრო დიდი შედეგის დადება შეიძლებოდა როგორც ეს უკრაინის უფრო სუსტმა ნაკრებმა მოახერხა მაშვინ თავის ამერიკელ მწვრთნელთან ერთად. ყველაფერში შედეგია მთავარი შედეგი და შედეგი რა ქონდა უკრაინას მსოფლიოზე ითამაშა ისეთი გუნდით რომელსაც ჩვენი ნაკრები ერთი თავით ჯობდა ანუ მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა მანდ დიდი როლი ის ამერიკელი ჩვენ რო გვყოლოდა იმ პერიოდში თავისუფლად შეგვეძლო როგორც ოთხეულში შესვლა ისე მსოფლიოზე თამაში თორე დღეს რაც ნაკრები გყავს იმით შეიძლება ევროპაზეც ვერ გახვიდე ასე რო ზუროსის ბრალი აქ ძალიან მწირია თუ ნულის ტოლი არა.გუნდში აღარ გყავს ფაჩულია სანიკიძე ცქიტიშვილი მარკოიშვილი ამერიკელი დიქსონი ისე ვეღარ თამაშობს ცინცაძე შენგელიას გარდა მთელი პირველი ხუთეული რა.
qutaiseli
04 დეკემბერი 2018 11:23
2
იმ ჩემპიონატში, შედარებითი წარუმატებლობის მიზეზი ტურნირის წინ,ან უშუალოდ ტურნირზე მიღებული ტრავმები იყო.ძირითდი ხუთეულის სამი მოთამაშე ან უვარჯიშებელი იყო,ან ტრავმიანი თამაშობდა.სკამი კი, ძალიან მოკლე გვქონდა და ვეღარც გადაწყობა მოესწრო.ისე ბიჭები იქაც სრულად დაიხარჯნენ,უფრო მეტადაც კი.ნაკრები კი მართლაც ძალიან ძლიერი გვყავდა.
სოსო
04 დეკემბერი 2018 12:26
0
კოტე კი არა ყოტე მოგიხდებოდს
დდდ
03 დეკემბერი 2018 22:34
2
მიხვდით ხო .......
მურმანასა და იმენა კოტეს
03 დეკემბერი 2018 22:23
0
gilocavt yvelas.rom gavidet serbebma yvela unda caagos tu rogoraa?
რობი
03 დეკემბერი 2018 21:43
0
რა გიხარიათ??? ეხლა ვაფშე აღარავის აღარ შეგიშვებენ :DDDDDDDDDDDDDDDDDD
SS
06 დეკემბერი 2018 09:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული