ებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დამარცხების (71:69)  შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა დავიდ-ოდენ კატაჩმა წაგება მსაჯობას დააბრალა.

" მეორედ ვიწვნიეთ დასანანი მარცხი. ძალიან რთული თამაში იყო, საქართველოს ნაკრებთან ორივეჯერ დავმარცხდით. შეხვედრებს ვაგებთ ბოლო წამებზე და ვიტყვი, რომ არასწორი მსაჯობა იყო, არამარტო ამ შეხვედრაში, არამედ სხვა დაპირისპირებებშიც.  ფიბას უფრო კვალიფიციური მსაჯების დანიშვნა მართებს.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მარცხის მიზეზი, ჩვენ წავაგეთ პირველი ნახევარი, როდესაც დაცვაში კარგად ვითამაშეთ, შეტევაში კი ვერ ვიყენებით შანსებს. აგრეთვე გადამწყვეტ მომენტებში ბევრი
შეცდომა დავუშვით.

რომც დავკარგოთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ჩვენთვის საამაყოა ისრაელის ნაკრების სახელის დაცვა და დარჩენილ მატჩებში ჩვენი გუნდი თავს არ დაზოგავს. "


altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ






მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც ალხანა ის ჩალხანაო არც სპორტული ჟურნალისტიკა გვივარგა და არც ფედერაციები ვერ არიან პროფესიონალები ეს უვიცი მოდერატორები რომ ბლოკავენ ხალხის მესიჯებს და სხვადასვა დონის ჩინოვნკებისავით ვერ იტანენ ნებისმიერ კრიტიკულ მსჯელობებს,ნებისმიერი ეროვნული წინსვლის საზრდოს და საკუთარი საქულას დუქანი რომ ჰგონიათ ინტერნეტ მასმედიაც და სრულიად ქვეყანაც იმიტომაცაა ჩვენი საქმე აწყობილად ყველაფერშო სპორტიდან წყებული სოციალური ყოფით დამთავრებული....აქეთ ერთმანეთი და იტკეპნეთ საშუალოზე დაბალ დონრზე მსოფლიოს მშტაბით,გინდაც კალათბურთში და თუნდა სამარცხვინო საპენსიო გადმონაგდებებით ქართველთათვის,ხალხისვე მიერ გამომუშავებული სახსრებიდან....
UTavobas bevri ara undaoHtvinis uqonloba mxolo da mxolodo.
22:20 03-12-2018
18
ებრაელი!
თუ მათ მხარესა რ დადგნენ, მასინ მათ წინააჭმდეგ არიან- კარგი მსაჯობა არ მოწონთ! (((
ყური მიგდე
22:49 03-12-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული