გიორგი შერმადინი: მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს

AutoSharing Option
საბერძნეთში ევროპირველობის საკვალიფიკაციო მატჩზე გამგზავრებამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა გააკეთა.

"მართალია, მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. მსოფლიოზე რომ გავიდეთ, საამისოდ საჭიროა, საბერძნეთსაც მოვუგოთ და ესტონეთსაც, ხოლო სერბეთმა ორივე წააგოს. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე შევასრულოთ და ორივე მატჩი მოვიგოთ.

საბერძნეთში ძალიან რთული იქნება. მართალია, მეტოქეს ბევრი ვარსკვლავი აკლია, მაგრამ მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და კარგი გუნდიც ეყოლება. რაც შეეხება საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს, ციკლს ესტონეთთან თბილისური შეხვედრით დავამთავრებთ. ვეცდებით, გულშემატკივარს კიდევ ერთი გამარჯვება ვაჩუქოთ. იმედი გვაქვს, ქომაგი კვლავ
მრავლად მოვა და მხარს ბოლომდე დაგვიჭერს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული