ესტონეთმა სერბეთი დაამარცხა, საქართველომ კი საბერძნეთთან პირველი ტაიმი 13 ქულით წააგო

AutoSharing Option
21 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩის პირველი ტაიმი საბერძნეთთან 31:44 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს 71:70 და საქართველოს ნაკრებს შანსი შეუნარჩუნდა.

საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ცინცაძე, შერმადინი, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, სამქულიანები წაუვიდათ, 19:7 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 9 ქულით მოიგეს.

შუა მეორე მეოთხედში ჩვენმა
გუნდმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს და პირველი ტაიმი 31:44 წააგეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცინცაძე
რიგითი
00:19 22-02-2019
0
წააგეს და ესაა.. ელადამ დაიმსახურა მოგება! ძაან ცუდად ითამაშეს ქართველებმა, ბევრი დაკარგვა იყო, ეს მათი მაქსიმუმია დღეს, სამწუხაროდ!ჩვენი მოგების დროც მოვა)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული