საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა
მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ვაფშემ(საერთოდ)რაფერ შუაშია მწვრთნელი...უბრალოდ არაფრის მომცემი კალათბურთელები არიან უმეტესობა..კიდევ მალადეც შერმადინს მარტო ითამაშა ორი თამაში ტიპმა.
2
მაგარ ნეხვშია კალათბურთი, ნუ მიწყენთ, მარა კიდე კაი, რომ წავაგეთ თორემ დავრჩებოდით ისევ ილუზიებში, რომ წინ მივდივართ, პერსპექტიულები არიან ესტონელები, ჩვენ ვის იმედზე უნდა ვიყოთ, ანდრონიკაშვილის? რომალმაც არა მგონია ცინცაძეზე მაღალი დონე დადოს, სხვა ვინ? ბულაშვილი ეტყობა უფრო დაბალი დონეა აბა ზუროსი მტერი ხომ არაა მისი შანსს, რომ არ აძლევს? მამუკელაშვილის, ბეჟანიშვილის და ისიანის იმედი ტყუილად გვაქ, ბეჟანიშვილის მოქალაქეობა სულაც გასარკვევია, დღევანდელი გუნდი კი ევროპის შესარჩევში ვერაფერ ხეირს ვერ იზამს
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული