ანდრონიკაშვილი სასტარტოში გამოჩნდა, ბულაშვილის გუნდმა კი კონკურენტს მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკა ბულაშვილის “კულერედო” “ხიხონ ბასკეტს” დაუხვდა და სატურნირო ცხრილში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს 71:67 სძლია.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ლუკამ 35:19 წუთის განმავლობაში 8-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი კი ააცილა და 5 ქულას 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“კულერედო” 16 მოგებითა და 7 მარცხით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 7
აპრილს, სტუმრად, “ლეონთან” ჩაატარებს.

A-A ჯგუფში ლიდერ “არდოისთან” უიმედო მარცხი (70:98) განიცადა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა”.

საინტერესოა, რომ ქართველი უკანახაზელი პირველად ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 12 წუთში 4 ქულა და 2 პასი მიითვალა.

რატიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 12 მოგებითა და 11 მარცხით მე-7 პოზიცია უკავია, შემდეგი შეხვედრა კი 6 აპრილს, სტუმრად, “ეასოსთან” ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
...და ამათზე ვამყარებთ იმედებს? ესპანეთის მეოთხე ლიგა და ასეთი მონაცემები? ბულაშვილის სროლი შედეგიანობის პროცენტი და ანდრონიკაშვილს კი ერთი პასიც არა აქვს. ამიტონაც არიან იქ, სადაც არიან.
emigranti
02:01 02-04-2019
0

სიახლეები პოპულარული