დღეს, 22 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მეოთხე გუნდი კი შვეიცარია/ისლანდია/პორტუგალიას შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული იქნება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც, ცხადია (ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში), სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
საკვალიფიკაციო მატჩები ფიბა-ევროპის მიერ
დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში გაიმართება: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერ-1 დეკემბერს და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა-სახლის პრინციპით.