კობი ბრაიანტის მეუღლის პირველი საჯარო გამოხმაურება დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი პირველად საჯაროდ გამოეხმაურა ქმრისა და 13 წლის ქალიშვილის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ამბავს.

"მე და ჩემს ქალიშვილებს გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მხარდაჭერა და სიყვარული გამოგვიცხადეს ამ საშინელ მომენტში. მადლობა თქვენი ლოცვისთვის. ეს ძალიან გვჭირდება.

თავზარდაცემულები ვართ ჩემი უსაყვარლესი ქმრის, კობის, რომელიც გასაოცარი მამა იყო და ჩემი ულამაზესი, ნათელი ჯაიანის - მოსიყვარულე, გონებაგახსნილის და შესანიშნავი ქალიშვილის, ნატალის, ბიანკასა და კაპრის კარგი დის უეცარი დაკარგვით.

ჩვენ ასევე ვდარდობთ იმ ოჯახებზე, რომლებმაც ახლობელი ადამიანები დაკარგეს
იმ დღეს. მათ მწუხარებას ვიზიარებთ.

სიტყვები არ გვყოფნის, რომ აღვწეროთ ის ტკივილი, რომელსაც ახლა განვიცდით. ცოტა უკეთ ვხდები, როცა ვიაზრებ, რომ კობიმ და ჯაიანამ იცოდნენ, თუ რამდენ ადამიანს უყვართ ისინი. ჩვენ ისე გაგვიმართლა, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. მინდა, რომ ისინი მუდამ ჩვენთან იყვნენ. ეს მოვლენილი ბედნიერება ძალიან ადრე წაგვართვეს.

ჯერ არ ვიცი, რა გველოდება მომავალში - წარმოუდგენილია, მათ გარეშე წარმოვიდგინო ცხოვრება, მაგრამ ყოველდღე ვიღვიძებთ და ვცდილობთ, წინ წავიდეთ, რადგან კობი და ჩემი პატარა ჯიჯი გვინათებენ, რომ გზა გვანახონ. ჩვენი სიყვარული მათდამი მუდმივი და უზომოა. უბრალოდ მინდა მქონდეს საშუალება, გადავეხვიო მათ, ვაკოცო და დავლოცო, რომ ისინი მუდამ ჩვენთან იყვნენ.

მადლობა, რომ გვიზიარებთ თქვენს სიხარულს, მწუხარებას და მხარს გვიჭერთ. იმედი გვაქვს თქვენი პატივისცემის ჩვენი პირადი ცხოვრების მიმართ, რომელიც დაგვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ იმ ახალ რეალობას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას.

დიდი მადლობა, რომ მოგვიხსენიეთ ლოცვებში და სიყვარულისთვის კობის, ჯიჯის, ნატალის, ბიანკას, კაპრისა და ჩემ მიმართ", - დაწერა ვანესამ "ინსტაგრამში".

altკობი ბრაიანტის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

altალენ აივერსონი: კობის ენდომებოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა

altკობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა 2017 წლის მულტფილმში იწინასწარმეტყველეს [VIDEO]

altლიონელ მესი კობი ბრაიანტზე: შენ გენიოსი იყავი

მკითხველის კომენტარები / 1 /
უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. საშინელი ამბავია.ვერც ვიჯერებ :(
Morris
13:05 30-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული