ვის შეარჩევს ილიას ზუროსი? - როცა კალათბურთელთა უმრავლესობის გამოძახება პრობლემურია

AutoSharing Option
მოახლოვდა ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო შეხვედრები და საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს სანაკრებო სია ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებს უპირისპირდება და 23 თებერვალს სერბეთთან ბელგრადში შეხვედრა ელის .

თუ მოსალოდნელ სანაკრებო სიას გადავხედავთ, ბერძენ სპეციალისტს არც თუ ისე მარტივი არჩევანი იქნება.

გოგა ბითაძე უკვე NBA-ს წევრია და გამორიცხულია ნაკრებში მისი ამ პერიოდში ასპარეზობა.

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგაზე ასპარეზობს და, რა თქმა უნდა, კვლავ არ გამოუშვებენ. ამავე გუნდში თამაშობს მეთ ჯენინგი, რომელიც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელია და
შესაბამისად ილიას ზუროსს მისი იმედიც ვერ ექნება.

ბოლო ინფორმაციით სანაკრებო მატჩებს ტრავმის გამო გიორგი ცინცაძე და რატი ანდრონიკაშვილი გამოტოვებენ.

ნატურალიზებულ კალათბურთელებს რაც შეეხება, გაჩნდა იმედი რომ ნაკრებში მაიკლ დიქსონი დაბრუნდება, თუმცა სამწუხაროდ ისიც ტრავმირებულია. ერთადერთი კალათბურთელი რომელსაც თამაში შეეძლება ეს ტედ მაკფადენია.

ამავდროულად პრობლემა არ შეექმნება გიორგი შერმადინს, რომლის კლუბსაც 9 თებერვლიდან 29 თებერვლამდე თამაშები არ აქვს და ევროლიგაზეც არ ასპარეზობს. შერმადინი კი ისეთ ფორმაში იმყოფება, რომ ნაკრებისთვის მთავარი ძალა იქნება.

დანარჩენი გუნდის დაკომპლექტება კი ილიას ზუროსს, სუპერლიგის კალათბურთელებით მოუწევს.



მკითხველის კომენტარები / 21 /
სანაძე გეგმის მიხედვით სანაკრებო თამაშებისთვის იღებს ტრავმას? ისე დუდას არასოდეს მოუგონია ტრავმა და იმედია თქვენს ჭკუაზე არ მოიქცევა
ზვიადი
13:04 09-02-2020
0
ერთა ადგილზე ვყოფილვართ და ეგ არის :)
პაატა
23:05 08-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული