სუპერშერმადინი ყველას აოცებს - 32 ქულა "გრან კანარიასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდებული მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა.

ლიგა ენდესას მე-14 ტურში შერმადინის "იბეროსტარმა" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" 100:79 დაამარცხა, გიორგიმ კი ჩინებულად იასპარეზა.

მან 29:42 წუთში 32 ქულა (12-დან 9 ორქულიანი,16-დან 14 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების 42-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ბურჯანაძემ 14:36 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"იბეროსტარი" 9 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" - 7 მოგებით მეთორმეტეზე.

ლიგა ენდესას საიტი აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ყოველ ჯერზე აოცებს გულშემატკივრებს და ამ
შეხვედრაში მიღწეული მაჩვენებლით ესპანეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ 163 მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ამერიკაში თუ არ წავიდა ვერ თამაშობს.თუ ვინმეზე ნაკლებია.
გრიგოლ1408
22:57 22-12-2019
0
სტატიაც კარგია და ჩვენები რომ ასე საოცრად თამაშობენ ძაან მახარებს და იმედს მაძლევს, მაგრამ ამ უაზრობა რეკლამების გამო აქ შემოსვლა შემძულდა და თუ ეგრე გაგრძელდება აღარც შემოვალ, ვენდის ნაგავი საჭმელების ჭამა თუ მომინდა ისედაც ვიცი სად მივაკითხო
გიო
18:20 22-12-2019
2

სიახლეები პოპულარული