ნერვების მატჩი: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით დაამარცხა - 96:88.

შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით მოიგო - 17:8.

მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს - 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.

მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და  ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61 გახდა, რასც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.

თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა... შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.

ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88. ბოლოს დუდა სანაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა - 96:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძემ კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13.  მატჩის ბომბარდირი კი შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.

20 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო - შვეიცარია  96:88
(17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)
მკითხველის კომენტარები / 31 /
ასეთი იდიოტური თამაშით შორს ვერ წავალთ.21 ქულას ვუგებდით საშუალოზე დაბალი კლასის გუნდს და ოვერტაიმში გადაიყვანეს თამაში.კატასტროფაა აბა არა?
სტატუს ქუო
21 თებერვალი 2020 09:41
2
Aდმინ: შეგირცხვა ნამუსი. რამხელა ანალიზი და კომენტარი გავაკეთე და რატომ არ გამოაქვეყნეთ?
ქომაგი
21 თებერვალი 2020 09:39
0
ბითაძე, შენგელია გასაგებია, მაგრამ ვიქტორ სანიკიძე რატომ არ იყო?? ისე, სიმაღლეში 1.76 ვარ და სულ კომპლექსი მქონდა, დღეს ის გამთამაშებელი რომ შემოვიდა, 1.7 ყოფილა. ცოტა გულზე მომეშვა )))
რომანა
21 თებერვალი 2020 00:11
38
იცი ვიქტორი ბოლოს პარკეტზე როდის გავიდა? თუ სწორად მახსოვს მინიმუმ 3წლის წინ კარიერა კაი ხანია ტრავმის გამო დაასრულა
ნოდო
21 თებერვალი 2020 07:59
0
sanikidze ki ara kolia deriugini,pachulia,nacvlishvili da stepania gvaklda :)))))
Degraf
21 თებერვალი 2020 02:38
0
ყველა გამოხმაურება
გამარჯვებულებს არ ასამართლებენო,ვულოცავ ბიჭებს პირველ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ...მაგრამ დაცვის თამაში მეორე ტაიმში იყო კატასტროფა!
mose
20 თებერვალი 2020 23:16
1
გენადი არჩვაძე რომ არ გვყავდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იმიტომ გაგვიჭირდა
მიდი ვაჟა!
20 თებერვალი 2020 23:14
23
მაგარი ყომარი იყო.მე დავდე რომ საქართველო 3 დ ა4 მეოთხედს რომ წააგებდა
გრიგოლ1408
20 თებერვალი 2020 23:08
17
ასე კარგად თუ იცოდი პირდაპირ ფრე დაგედო ძირითადი დრო! შენც იმათ მიეკუთვნები ხომ საბურთალო არმენიაც მატჩიც რომ ყომარი ეგონათ
დავით
21 თებერვალი 2020 04:48
5
ერთადერთი შანსი 50ქულაზე მეტი არ წავაგოთ სერბეთში არის კოკოშკოვი დიდი იმედია იგორს საქართველო არ დავიწყნია და არ მოგვჭრის თავს მთელი ევროპის მასშტაბით ფინეთი კი სულ მცირე 25ქულას მოგვიგებს თუ ამათ თორნიკე და გოგა არ დაემატნენ რაც წარმოუდგენელია
nika
20 თებერვალი 2020 22:55
14
სელექციის სერიოზული შეცდომები , თუ მიზანმიმართული პოზიციების გაწმენდა კონკურენტებისგან . სხვანაირად ვერ ვხსნი რატომ არ მოხვდა ნაკრებში ბულაშვილი , რომლის მესამედიც არ არის ანდრონიკაშვილი , ანდა კორსანტიას რატო არ მიეცა მეტი დრო , ან ბექაური და სულხანიშვილი რატომ დატოვა სკამზე , ბოქოლიშვილი სუპერ ლიგაში ვერაფერს აკეთებს ნაკრებში რა უნდა ქნას . რატო არ გესმით , რომ ნაკრები თქვენი საკუთრება არ არის , ქვეყნის სახეა და ნაკრებში საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ .
ATP 16
20 თებერვალი 2020 22:33
12
ბოქოლიშვილს ფევაძესთან და კორსანტიასთან როგორ ადარებ , ტიპი უკანახაზელია და ისინი მაღლები 4 ნომრები :)))) ფევაძეს სანაკრებო არაფერი აქვს .კორსანტია კიდევ ცოტა მეტ დროს ნელ ნელა მიიღებს
luarsabi
21 თებერვალი 2020 12:39
0
რა ნომერზე დგას ბულაშვილი დინამოში ? დღევანდელ კალათბურთში არ არსებობს ნომინალური პოზიცია , ორ პოზიციაზე მაინც უნდა შეგეძლოს თამაში . მაშინ ჰარდენი და ვესტბრუკი როგორ ინაწილებენ პოზიციებს ? ბულაშვილი უფრო კრეატიული და სწრაფია , რატი ანელებს მაგრა თამაშს , და ვინმემ უნდა უთხრას ეგ , თუ უნდათ რომ გაიზარდოს . რაც შეეხება ბოქოლიშვილს , მივცეთ კორსანტიას მეტი დრო და ნახავთ რომ ბევრად პროდუქტიული იქნება . მე პიროვნულად არავის საწინააღმდეგო არ მაქვს , მაგრამ კორსანტია , ფევაძეც და ბულაშვილიც სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშეები არიან .
ATP 16
21 თებერვალი 2020 11:14
0
ყველა გამოხმაურება
ბერიშვილს რატო არ მისცა მეტი დრო ვერ გავიგე, ამ ანდრონიკაშვილს კი ძალით აკაცებენ ცინცაძის ნახევარიც არ გამოვა მისგან, აშკარად ვინმე ახალია გასაზრდელი.
Mmm
20 თებერვალი 2020 21:58
10
akaceben radgan masze uketesi sxva araa jer. da roca gamoizrdeba daakeneben
Kemba
21 თებერვალი 2020 02:50
1
მესამე და მეოთხე მეოთხედი მაგრად ჩავაგდეთ დაცვაში და ფარზე ბევრი გვაქ დასახვეწი, სუსტმა შვეიცარიამ აშკარად დაგვჯაბნა
irakli
20 თებერვალი 2020 21:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული