ილიას ზუროსი: არანაირი მაგია - გამარჯვებაზე მეტად ახალგაზრდების თამაშმა გამახარა

AutoSharing Option
სტუმრად სერბეთის დამარცხების (94:90) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"აქ თამაში ყველასთვის ძნელია. ჩემს გუნდს მოგებას ვულოცავ. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად ორდღენახევარი გვქონდა. არანაირი მაგია. თავიდან თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მერე რიტმი ვიპოვეთ, დაცვაში საუკეთესოდ გავისარჯეთ და შედეგიც მივიღეთ.

კარგად ვიცით, სერბეთი ჯგუფში ყველაზე ძლიერია. მათ, ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენთვის მთავარი მოგება კი არა, არამედ ახალგაზრდების გამოცდა იყო. დღეს სამი მათგანი უფრო მეტად დავტვირთეთ და გაცილებით უკეთ იასპარეზეს. გამარჯვებაზე უფრო ამან გამახარა. ახალი სისხლი გვესაჭიროება",
- ციტირებს ზოროსს novosti.rs.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვიგაცები წერდნენ ზუროსი არა აზრზეო.იმათ მინდა უთხრა ეხლა რას იტყვით?
ის ზუსტად ჩვენ მენტალიტეტს მოერგო და ეტყობა კიდევაც კარგი მწვრთნელია!ესე ვიცით ხოლმე ის აზრზე არა ეს აზრზე არა.არა ეგრე შეიძლება ჩვენც არ ვართ აზრზე არ გვყავს ის თაობა ზოგჯერ დისციპლინა გვაკლია სპორტული და ასე შემდეგ.ესევეა წაისის შემთხვევაში.ბელარუსაც დავაყუდებთ.და მერე შევეკიტხები ზოგიერთებს აქ წაისზედაც!!!
misa
24 თებერვალი 2020 04:12
3
წაისი თუ ჭაისი?
შაკო
24 თებერვალი 2020 10:35
11
გაიხარეთ, წარმატებები,მაგრად გაგვახარეთ,დიდებული თამაში, მაგარ გუნდთან წინ საქართველო!
Z.g.
24 თებერვალი 2020 02:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული