"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ყმაწვილო დამშვიდდი, ნუ კივი!
გიორგი
01 დეკემბერი 2020 16:24
9
არც სალუქვაძის ადვოკატი ვარ და არც ვინმეს ვერჩი. უბრალოდ სპორტი მიყვარს ბავშვობიდან და ორმოცდაათი წლის სტაჟი მაქვს გულშემატკივრობის.
სპორტული ჟურნალისტიკა მართლაც დაბალ დონეზე გვაქვს - ისევე, როგორც ყველაფერი ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, სალუქვაძეზე უკეთესი სპორტული ჟურნალისტი ჩამომითვალეთ თუნდაც რამდენიმე.
არჩი
01 დეკემბერი 2020 16:15
20
უკეთესები ბევრია, პრივილეგირებულები ნაკლები
დათო
01 დეკემბერი 2020 20:57
2
1X
*
01 დეკემბერი 2020 16:59
0
მერე თავის დროზე რატო არ იღებდი ხმას, თუ ვაისი არ მოგწონდა და არ იწვევდა იმ ფეხბურთელებს ვინც იმსახურებდა? უბრალოდ ერთო ჩველვებრივი ლაქია ხარ სალუქვაძე და ჯობია ნუ გვაღიზიანებ
გოგა
01 დეკემბერი 2020 16:13
8
იმიტო არ ამბობდა, რომ ქეცბაია ა იყო ვაისი იყო ეგ ქებაიას ვერ იტანს, პრში, რომ ახლიდა სიმართლეს და არ გააპიარებინა ნაკრების ხარჯზე ნაგვავი "ფუდბალისტები" მაგიტო. გოგიტა გოგუა და ლევან ყენია, რომ არ გახადა ნაკრების ლიდერები და მოკვეთა სამართლიანად და ვერ გაიტანა თავისი მაგის გამო.
me
02 დეკემბერი 2020 01:33
1
გოგსიკ მერედა რად ღიზიანდები??
Hamleta
01 დეკემბერი 2020 17:23
7
სპორტული ჟურნალისტები არ არიან „ტრაქტორისტები“, მატჩის დასაწყისში გუნდს რომ ადიდებენ და გოლის მერე გინებას იწყებენ>?
gia
01 დეკემბერი 2020 16:06
3
Მისაქეცბია ეს კაცი. Ყურადღება ენატრება.
Ლუკა
01 დეკემბერი 2020 16:01
7
ესაა ამპარტავანი და ინტელექტდაქვეითებული ტუტუცი ე.წ. ჟურნალისტის მონოლოგი, ვინ მოგცა, შე მართლა კვერცხო, გულშემატკივრების გინების უფლება. შენ არ იყავი დინამოში? რა გააკეთე, წინ წავიდა დინამო რამეში?! თუ რამე ისე არ კეთდება, რატომ არაფერს ამბობ საჯაროდ, ჟურნალისტი არა ხარ? თუმცა დამავიწყდა, რომ ე.წ. ჟურნალისტი ხარ. გულშემატკივარს პატივი ეცი, გინდა ტრაქტორისტი იყოს და გინდა მებადური. არა მგონია იმ ტრაქტორისტზე უკეთ აკეთებდე საკუთარ საქმეს, ერთი ამას უყურე, რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს?! ჯერ ლოგოპედთან იარე და დიქცია გამოისწორე და მერე ედავე სხვებს. იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც სალუქვაძე კომენტატორია.
LOR
01 დეკემბერი 2020 15:56
12
მორჩით ამ ურა პატრიოტიზმს, დაეშვით მიწაზე. საქმის მკეთებელი/პროფესიონალი ხალხი გვჭირდება, ამ ჟურნალისტს თავის ხევდა აქვს, ზედმეტად პატივმოყვარეკი ჩანს( მათ შორის ქეცბაიასთან დაკავშირებითაც) ფეხბურთში მეც მგონია რომ ზედა ჯგუფში გადასასვლელი დონე არ გაგვაჩია, მარტო 2-3 ფეხბურთელით ამინდს ვერ შევქმნით და არც მოქმედი სხვა ( შინდა /გარეთ) ფეხბურთელების მომატების პოტენცია ჩანს მინ. 3-4 წელი. კალათბურთში ცოტა უკეთესად არის საქმე, მაგრამ ყველაფერში სპორტი/პოლიტიკა/ ყოველდღიურობა... ერს მენტალური პრობლემები გვიშლის განვითარებაში..კალათბურთშიც ჩანს, ახალი თაობიდან 2 კაცი მომეწონა რომელთაც ტონუსით ითამაშეს და ჩანდა სხარტი აზროვნება , დანარჩენს ?!
გუსანი
01 დეკემბერი 2020 15:43
3
ეს სიქიმალა ვისღა დაკარგვია ამ ბოლო დროს ლოზუნგებით რომ გამოდის და თავის თავს ამდენის უფლებას აძლევს, წადი ფიფიასთან იმუშავე ერთი დონე ხართ
ნიკო
01 დეკემბერი 2020 15:39
18
რა გიკვირთ როგორი დონეზეც არის ჩვენი სპორტი ისეთივე ინტელექტის ჟურნალისტები გვყავს
giorgi 3
01 დეკემბერი 2020 15:38
15
დიდი უვარგისი კვერცხი ხარ!
სალუქვაძეს
01 დეკემბერი 2020 15:28
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული