"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ჰო, მოჭიდავეეებიც ძლიერები გვყავს, ამიტომ ფეხბურთელები არ უნდა გავაკრიტიკოთ?
ტრაქტორისტი
04 დეკემბერი 2020 13:24
0
აგიყოლეს ტაშივით ლევანია სალუქვაძე? მიაგდე ეხლა ერთი ადგილი და ქეცბას ბოდიში მოუხადე.
Jondo
02 დეკემბერი 2020 17:44
6
ეს სული ისტერისტერიკებშია რაც მახსოვს. ქეცბაიაზე ამბობს კიდე უზრდელიაო.
წიე
02 დეკემბერი 2020 15:23
3
რას ეძებ საკუქვაძე? რას ითხოვ? ვიმაგატი ხარ სუფთა, რატო ანერვოზებ და იწვევ ისედაც დანერვოზებულ ხალხს?
გივი
02 დეკემბერი 2020 13:13
3
ტრაქტორისტი კიარა და მართლა მექისე ხარ საკუქვაძე. როგორ ბედსვ და ქართველ გულშემატკივარს ეგრე ცინიკურად როგორ მოიხსენიებ, ამდენის უფლებას როგორ ახლევ თავს? ვინ გონია თავი საერთოდ? ქეცბაიას ლანძღავ ქართველ გულშემატკივარს აბუჩად იგდებ, ვინ ხარ საერთოდ? ჯერ პროფესიული ეთიკა არ გაგაჩნია, რანაირი ჟურნალისტი ხარ ვაბშე? ჟურნალისტი კიარა მექისე ხარ მართლა.
შაქრო
02 დეკემბერი 2020 12:57
5
ნუ კაკანებ ქათამივით სალუქვაძე, შეცდომა მოგივიდა ვის არ მოსვლია, გამოდი მოიხადე ბოდიში თუმურ ქეცბაიას მისამართით და ქართველი გულშემატკივრის მიმართ ის უფრო ვაჟკაცური იქნება
გივი
02 დეკემბერი 2020 11:51
3
უკრაინული კალათბურთი პირველი თუარა მესამე მაინცაა მსოფლიოში)))))))
ბექა
02 დეკემბერი 2020 11:46
5
ამას მაგარი ტიპი ჰგონია თავი, არადა სულ ბოდიალობს რაღაცას, ანუ რაც გამოსდის კარგად, ბოდიალია. საშუალო დონის სპორტული ჟურნალისტია და კიდევ უფრო დაბალი დონის სპორტული კომენტატორი. ხელბურთი არ მაქვს მხედველობაში. ხელბურთს თამაშობდა და ესეც რომ არ იცოდეს, სირცხვილია.
გიო
02 დეკემბერი 2020 11:03
2
მოგეთ კალათბურთში ფინეთს და შვეიცარიას..კი ბატონო მაგრამ მე არც შვეიცარიულ კალათბურთზე მსმენია რამე და არც ფინურზე...აბა გვეთამაშა სლოვენიასთან. ჩერნოგორიასთან ანაც " მოძმე" რუსეთთან ან თუნდაც უკრაინასთან ...ეგ ერთი და მეორც ფეხბურთი სხვა სპორტის სახეობაა კალათბურთი სხვა
აი ითამაშებს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს და ტრქტორის დაქოქვის სირვილი თუ არ გაუჩნდება დიდ უმრავლესობას( იმ ხალხს. ვინც ფედერაციისგან არ ფინანსდება) მაგასაც ნახავ
რაჭა
02 დეკემბერი 2020 10:14
6
მაგ ნაკრებებზეც გვაქვს მოგებული სლოვენიის გარდა და ლატვიაც გვყავს დაყოლებული, ისრაელიც
ერთაოზი
06 დეკემბერი 2020 12:07
1
ამ ქვეყანაში ახლა ტრაქტორისტობა გახდა სამარცხვინო??
რისი თქმა უნდა რას ბოდიალობს...
ძმა
02 დეკემბერი 2020 10:04
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული