ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.
"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.
ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.
თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.
ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.
ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.
მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.
მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.
ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...
ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.
ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.
მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.
რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!
ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...
მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.
აი ითამაშებს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს და ტრქტორის დაქოქვის სირვილი თუ არ გაუჩნდება დიდ უმრავლესობას( იმ ხალხს. ვინც ფედერაციისგან არ ფინანსდება) მაგასაც ნახავ
რისი თქმა უნდა რას ბოდიალობს...