თებერვლის "ბაბლი" თბილისში - სერბეთსა და ფინეთს ვუმასპინძლებთ

AutoSharing Option
საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება:

საქართველო vs სერბეთი

ფინეთი vs შვეიცარია

საქართველო vs ფინეთი

სერბეთი vs შვეიცარია

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია, თბილისში შეიკრიბება, სადაც ეგრეთ წოდებული ბაბლის პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებმა “ბაბლის” პრინციპით, ნოემბრის ფანჯარაში, სულ ახლახან ფინეთში იასპარეზა და 2-დან 2 გამარჯვება მოიპოვა. ახალი “ბაბლის” სისტემით, ჯგუფის ოთხივე ნაკრების წევრები ერთ სასტუმროში
ცხოვრობდნენ და გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე, ერთ არენაზე დადიოდნენ და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ჰქონდათ. ამ და არაერთი სხვა რეგულაციით საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება ფიბამ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს მოთამაშეებისა და გუნდის წევრების ვირუსით დაინფიცირება.

ჩვენს ქვეყანას, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და “ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის ფანჯრის ყველა შეხვედრას ჩაატარებს, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება მომავალი საკონტინენტო მნიშვნელობის ტურნირების წინ.

ფიბამ დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა „ბაბლის“ მასპინძლის სტატუსი. ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარა 15-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო კონკრეტული სათამაშო დღეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
უდიდესი სურვილი მაქვს, რომ მაყურებლის მცირე რაოდენობა მაინც დაუშვან.
ასევე კარგი იქნება პატივი მივაგოთ და ორგანიზებულად მადლობა გადავუხადოთ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობისათვის!
ქომაგი
21:15 04-12-2020
0
იმედია გულშემატკივრების მცირე რაოდენობას მაინც შეუშვებენ, კალათბურთელები იმსახურებენ გულშემატკივრის ყიჟინას
დაT
20:49 04-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული