ეროვნული ნაკრების მეორე ვარჯიში მეტად დატვირთული გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების საღამოს ვარჯიში გაცილებით დატვირთული იყო. ილიას ზუროსმა ასისტენტების დახმარებით კალათბურთელები არაერთ კომბინაციაზე ამუშავა. ბერძენი სპეციალისტი დეტალურად უხსნიდა ყველა მოთამაშეს თავის როლს კონკრეტულ სათამაშო კომპონენტში.

არ უვარჯიშია შერმადინს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ვარჯიშის დღეს ჩამოფრინდა და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, დაისვენა. შერმადინი ნაკრების ვეტერანია. მან კარგად იცის ყველა ის კომბინაცია, რომლებიც ილიას ზუროსმა ჩვენს ნაკრებში დანერგა და მას დიდი დრო არ სჭირდება მოთამაშეებთან მოედანზე საადაპტაციოდ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს ესპანური “გრან კანარიას” ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ და ილიას ზუროსის ასისტენტმა ანატოლი
ბოისამ.

საქართველოს ეროვნული გუნდი 16 თებერვალს სპორტის სასახლეში ორჯერ: შუადღეს და საღამოს ივარჯიშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული