სერბეთის ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო მოთამაშე მიროსლავ რადულიცა დღეს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ის ჩვენი გუნდების წინა მატჩის მონაწილეცაა, თუმცა ბელგრადში 1 წლის წინ გამართულ შეხვედრაში, როგორც გახსოვთ, მისი ოპონენტი გიორგი შერმადინი და ჩვენი ნაკრების წევრები შეუჩერებელნი იყვნენ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა სერბ კალათბურთელთან მატჩის წინ ინტერვიუ ჩაწერა:
"ცუდად მახსოვს თქვენთან ბოლო ინტერვიუ, რადგან ბოლოს ბელგრადში გესაუბრეთ და ის მატჩი წავაგეთ. ამჯერად ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც პანდემიის გამო უამრავი შეზღუდვაა. კალათბურთელისთვის განსაკუთრებით
განსხვავებით საქართველოსგან, სერბეთის ნაკრებს ჯერ არ მოუპოვებია ევრობასკეტის საგზური. ყველამ ვიცით ქართველი ხალხის მებრძოლი სული. მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო გასულია თუ არა, თქვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ.
რადგან მოგება ჩვენ თქვენზე მეტად გვჭირდება, ვეცდებით, სათანადოდ გიპასუხოთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ შეკრებისა და მომზადებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩემი შუა სეზონია, მე და ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ვართ მომზადებულები და მატჩსაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდებით.
რამდენიმე წელია, ევროპაში აღარ ვთამაშობ, ჩინეთის ჩემპიონატში გამოვდივარ, თუმცა მუდმივად თვალყურს ვადევნებ ევროპულ ამბებს. გიორგი შერმადინი, როგორც აქამდე, ახლაც აჩვენებს თავის ნიჭს, შესაძლებლობებს, ხარისხს. ვიცი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. რთულია მის წინააღმდეგ თამაში; იცის, როგორ იმოქმედოს, როგორ ჩააგდოს, როგორ მიგაღებინოს ჯარიმა, თუმცა ხარისხი ჩვენც გვაქვს და კარგი ბრძოლა იქნება", - განაცხადა რადულიცამ.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.
წყარო: GBF.ge