საქართველოს ნაკრები სერბეთთან 26 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა
თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.

უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მაკფადენი აღარ არის საქართველოს ნაკრებში თუ თამაში აღარ უნდა?! ფრენკამპი გუშინდელი თამაშით ვერ შევაფასე, მაგრამ სად მაკფადენი და სად ფერკამპფი? მაკფადენი ჩემპიონია! ცინცაძე ? გამთამაშებელი არ გვჭირდება?
aburjga
20 თებერვალი 2021 12:00
2
დამარცხდა კი არა, გაფარჩაკდა მესამე შემადგენლობით მოთამაშე სერბეთთან!!!
?!
20 თებერვალი 2021 11:10
9
გუშინდელი გუნდი საქართველოს მერამდენე შემადგენლობა იყო?!
aburjga
20 თებერვალი 2021 11:46
5
დავიწყებ იმით რომ ზუროსი არის მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი და აქ ორი აზრი არაა რაც შეეხება ახალწვეულს მაგას ზუროსი ასე ჰაერზე არ მოიყვანდა და პირველი თამაშის და თანაც უცნობ გარემოში და ისიც სერბებთან პირველი ქულები მაგან აიღო ამიტომ ჯერ ყველაფერი წინაა რაც შეეხება შენგელიას ამას ურა პატრიოტების გასაგონად ვწერ თორემ ნამდვილმა კალადბურთის გულშემატკივარმა გუშინ მიხვდა რომ თითქმის ნახევარ გუნდზე მეტია დანარჩენი კი ვისაც ჰაერივით ჭირდებოდა გამარჯვბა მოიგო იმან პ.ს ისე კი სერბეთის გარეშე ევრო ბასკეტი არაფერია თანაც რა ვარსვკლავი ყავთ პეტრუშევი კი ვნახეთ გუშინ .
კოკი
20 თებერვალი 2021 11:07
5
კარგი, ეს სირცხვილი /ჩავარდნა შეიძლება ყველას დაემართოს(გრანდების გარდა) ..უმოტივაციო ფინეთთან გამოჩნდება ჩვენი ბიჭების ხასიათი, მენტალიტეტი, პროფესიონალური დონეც..ალეო და ხვალეო 21-ში ვნახეო...
გუსანი
20 თებერვალი 2021 10:23
4
სპორტის სასახლეზე მართლაც დაწერეთ, რაც იქ ხდება შიგნით თუ გარეთ სირცხვილია...
zviads
20 თებერვალი 2021 10:07
1
ილუზიებში ავერ იცხოვრებ დიდხანს...შენგელია, შერმადინი, ბითაძე, მამუკელაშვილი, სანაძე, ბურჟანაძე + მაკფადენზე უკეთეს თუ გადმოვიბირებთ და ყველა ფორმის პიკში იქნება ევროპაზე რაღაც შანსი გვექნება, ისე მარტო მონაწილეობას დავჯერდებით როგორც წინაზე, სხვა ბიჭები მაპატიეთ და დაბალ დონეზე არიან, 1-2 წინა თამაშებში მომეწონა და იმედი გამიჩნდა მაგრამ .... ესე მეც რომ გამიყვანონ რაღაცეები გამომივა....ფეხბურთელებზე უკეთესები კი არიან....
გუსანი
20 თებერვალი 2021 08:32
1
ჟურნალისტები, გააშუქეთ სპორტის სასახლის საზიზღრობა მდგომარეობა, იქნებ მიხედონ სირცხვილია
თემო
20 თებერვალი 2021 06:00
2
შარშან სერბეთს მოვუგეთ ბელგრადში შენგელიას გარეშე
გიორგი
20 თებერვალი 2021 01:11
0
მაკფადენმა მოუგო, მისი გამორჩეული თამაში იყო, სიმართლე კი ისაა-სერბეთთან მოგების პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ დუბლებთან ასეც არ უნდა აგებდეს თავმოყვარე ნაკრები

გუსანი
20 თებერვალი 2021 10:17
0
ერთი მაინტერესებს, სად ხართ ის ხალხი, თოკოს რომ ლანძღავდით და მის მოკვეთას ითხოვდით ნაკრებიდან?! არც ჩემთვისაა სასიამოვნო ცსკა-ში რომ გამოდის, მაგრამ ნაკრები მის გარეშე რაცაა, არ გამოჩნდა დღეს?! კი ბატონო, სხვა მიზეზებიც დაერთო - შერმადინი სერბებმა მაგრად დაკეტეს (თუმცა კლასის ხარჯზე 20 ქულა მაინც აიღო); ძველებიდან (სანაძე, ბურჯანაძე, ბერიშვილი) ლიდერობა ვერავინ იტვირთა; ახლები საერთოდ მინუსები იყვნენ (და ზოგადად არიან); ამ ამერიკელს მაკფადენი მთელი თავით სჯობია; მაგრამ ნუთუ ასე მწარედ უნდა წაეგოთ? პასუხი თქვენთვის მომინდვია
ტყეშელაანთ გიჟი
20 თებერვალი 2021 00:06
4
შენგელიას ცუდი თამაშისათვის არავინ ლანძღავდა. რაშიც გასალანძღია იმისათვის გაილანძღა და დამსახურებულადაც. ერთერთი წამყვანი მოთამაშე რომ არის საქართველოს ნაკრებში, ამაზე არავინ დავობს და ბრაზსაც და მიუღებლობასაც ეს იწვევს, რომ ერთერთი წამყვანი მოთამაშე დარბის ახლა მკვლელების და მოროდიორების არმიის მაისურში გამოწყობილი, თორემ ვიღაც ჭ კლასის მოთამაშე რომ გადასულიყო, ამისთანა აღშფოთებას არ გამოიწვევდა. ეს ერთი, მეორე - გუშინდელ მატჩში გუნდს ყველაზე მეტად მძიმე ფორვარდი კი არა, მეორე სრულფასოვანი ცენტრი და სამიანების სტაბილური მსროლელი დააკლადა. ეს უკანასკნელი პოზიცია საერთოდ ჩვენი სისუსტეა და ეს არის საფიქრალი და პრობლემა, თორემ ერთი მატჩის ჩაგდება შეიძლება ყველა გუნდს დაემართოს.
არტ
20 თებერვალი 2021 16:44
2
თამაშის წინ ვთქვი, ახლა გამოჩნდება რამხელა ძალაა ნაკრებისთვის შენგელია-თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი ... ფაქტია, რომ უმისოდ ნაკრები ნახევარიც არაა.
ამას დაემატა მეორე ტაიმის დასაწყისში ახალი ლეგიონერის ტრავმაც (თუმცა დიდად მაინც არ მომეწონა) და ლიდერობა ვერავინ იკისრა. ხოლო საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეების დონე რაცაა, ეს კარგად ჩანს
fani
19 თებერვალი 2021 23:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული