სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა, თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით ფსოქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია.
საქართველოს ნაკრებმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ფრენკამპმა ტრავმა მიიღო, პარკეტი დატოვა და მოწინააღმდეგე 13 ქულით გაიქცა. ზუროსმა მოედანზე ბურჯანაძე დააბრუნა, შეტევაში თამაში გამოსწორდა, დაცვაში კი 20 წლის პეტრუშევი შეუჩერებელი, სერბები სამქულიანებსაც ზუსტად ისროდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:65 დაფიქსირდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მატჩის ბედიც გადაწყდა.
უკანასკნელ პერიოდში დაცვაში საქართველოს ნაკრების თამაში საბოლოოდ მოიშალა, არც შეტევაში გამოსდიოდათ თამაში, სადაც ძირითადად შერმადინის იმედად ვიყავით და - 66:92.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ წაგება და მით უმეტეს დიდი ანგარიშით სამწუხაროა. თუმცა, გასათვალისწინებელია ფრენკამპის ტრავმა და რაც მთავარია - ნაკრებში ლიდერის არყოფნა. ფაქტია უტყუარი, რომ შენგელია ძალიან დაგვაკლდა.
საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი პეტრუშევი იყო - 27 ქულა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.
დიქსი იყო და კარგად ყრიდა, მაკფადენსაც არაუშავდა..
თუკი რაიმის პრეტენზია გვაქ და მგონი რომ გვაქ, სამიანების ჩაყრა ვისწავლოოოოთ, თორე დერეფნიდან ნასროლ სამიანს ვერც კარგი დაცვა უშველის და ვერც ორქულიანები, ისიც ან ვარდება ან არა.
პ.ს გამოსასწორებელია ბურთის დაკარგვები, და ეს გარბენები რაბედურებაა :(
ჯანსაღი კრიტიკა ყველაზე კარგი წამალი, წარმატებები ჩვენებს!
1 სერბებმა საგრძნობლად ძლიერი შემადგენდლობის მქონე გუნდი ჩამოიყვანეს ვიდრე ბელგრადში ჰყავდათ.
2 თამაშის მსვლელობისას ჩვენ ძირითადი გამთამაშებელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დაგვიშავდა.
3) ჩვენ სროლები საერთოდ არ წაგვივიდა, მათ კიდევ - პირიქით.
ამ ნაკრებიᲗ გვინდა ევროპის მოგება ან პლეიოფᲨი გასვლა მოგებაზე საუბარი არ არის
ᲗამაᲨსს რომ ვუყურე სუპერლიგის მოᲗამაᲨებიი საერᲗოდ არ იყვნენ განვიᲗარებული და Ჩემი აზრიᲗ ეს Შედეგი მოიტანა 2-3ლევიონერი მაინც ᲗამაᲨობს გუნდებᲨი....
მე რომ ვიყო ფედერაციის პრეზიდენტი Ჩამოვიყვანდი ინდივიდუალური მომზადების მწვრᲗნელებს სროლების,დაცვის,Შეტევის,დრიბლინგის და ნაკრების ბიᲭებს 20-18-16 წლის პერსპექტიულ ბიᲭებს კვირაᲨი 2 დᲦე ექნებოდაᲗ დროს გავანაწილებდი....ყველა სუპერლიგის ბიᲭებს აკლიაᲗ ეს კომპონენტები გამოᲩნდა გუᲨინდელ ᲗამაᲨზე..