„საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნოტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია,
რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა – განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის მკურნალობითი თერაპია. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა ასევე კვლევით გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა.“
GBF.GE