ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის შევეცილებით

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ესპანეთი, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია.

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. ფორმატი წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ.
შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

თამაშები გაიმართება ფიბას მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

altსაქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში: ფიბამ განთესვის და წილისყრის ახალი ფორმატი დააწესა

მკითხველის კომენტარები / 12 /
Makedonias unda vazgvevinot casuli. Am jgufshi sxva davaleba mainc ar gvaq
Butxa
31 აგვისტო 2021 21:51
4
რუსეთი უკრაინის ამბავი როგორ იქნება ალბათ ნეიტრურზე ათამაშებენ
ბაკური
31 აგვისტო 2021 21:42
0
კალათბურთელებს თუ გამოუშვებენ კლუბები მაგ თამაშებისთვის ისაა საკითხავი
Gizo
31 აგვისტო 2021 21:35
0
ჩრდ. მაკედონიას კალათბურთშიც თუ ვერ მოვუგეთ მსოფლიოზე რა გვინდა?! და უკრაინასთან არ შიძლება რომ მოვიგოთ თბილისში მაინც?!
!!!
31 აგვისტო 2021 21:23
0
ჰო, იმენნა ესპანეთს უნდა შევეცილოთ, თორემ უკრაინა და მაკედონია ხომ ავტომატურად გადიან ჯგუფიდან....
დდდდდდდდდ
31 აგვისტო 2021 20:00
2
სათაურში კალენდარიც გამოეტანათ ბარემ. ნწ
უმნიშვნელო
01 სექტემბერი 2021 09:46
0
ამაზე უკეთესი რა გვინდა? რუსეთი, ისლანდია, უკრაინა, მაკედონია და ჰოლანდიას თუ არ აჯობე, რაღა გინდა მსოფლიოზე? ჰო და ესპანეთი, იტალია და ჩვენ გავდივართ!!!
Alexandre
31 აგვისტო 2021 19:26
1
დაერხა ესპანეთს, აქედან ჩვენ, იქედან მაკედონია, სად წაგვივლენ?
:D :D
31 აგვისტო 2021 19:15
0
მეორე ადგილით გავალთ.
გოგა
31 აგვისტო 2021 19:08
0
ვინც ფორმატის შესახებ ერთი წაკითხვით მიხვდით საღოლ ყველას რატო იგონებენ ასეთ რამეებს ჯგუფის გამარჯცევული ან მარტო ან მეორე ადგილოსნებთან და საუკეთესო მეორე ამ მესამე ადგილოსანი რატ უნდა ამ ფორმატს ველოსიპედის გამოგონება
ნოდო
31 აგვისტო 2021 18:45
5
რა სახე აქვს რუდი ფერნანდეს
გიორგი
31 აგვისტო 2021 18:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული