ზუროსი: პირველი ეტაპის გადასალახად მეტი გამარჯვება გვჭირდება და მერე ვნახავთ, რისი უნარი გაგვაჩნია

AutoSharing Option
უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში მოგებული მატჩის (88:83) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა:

"მოთამაშეები საკუთარ მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდნენ. შენგელიამ გუშინ ევროლიგაზე 32 წუთი ითამაშა, დღეს კი მოედანზე თავისი გული დადო. ბურჯანაძემ და შერმადინმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. მოთამაშეები, რომლებიც სეზონის დასაწყისში ტრავმირებულები იყვნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ამასთან რამდენიმე კალათბურთელი გვაკლდა. მოთამაშეებზე ინდივიდუალურად არ მინდა ვილაპარაკო. ახლა დასვენება გვჭირდება.

ამ ფანჯრისას კიდევ ერთი შესარჩევი შეხვედრა გვაქვს და კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება. პირველი რაუნდის გადასალახად ამ მარათონისას რაც შეიძლება მეტი
გამარჯვების მოპოვებაა აუცილებელი. შემდეგ უკვე ვნახავთ, რისი უნარი გაგვაჩნია. ჩვენ გვესმოდა, რომ როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გუნდში ჩამოდის, დანარჩენები თავდაჯერებულები ხდებიან. ჩვენ საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრი კალათბურთელი გვყავს, მაგრამ მათ გულშემატკივართა მძლავრი მხარდაჭერისას დიდ მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვთ.

ლეგიონერების ჩამოსვლამ გაგვახარა. ამან ხარისხიანად თამაშისა და მოგების საშუალება მოგვცა. მიხარია, რომ ამ რთულ დროში ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ. უკრაინის ნაკრებს პატივს ვცემთ. ისინი შესანიშნავად იბრძოდნენ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას, ის პიჯკო გახადეთ და ბლანჟე გაპარსეთ.
ვეღარ ვიცანი :3
მაგარი ხარ ზუროს, და შენ ეს გუშინ დაამტკიცე.
ვაღიარებ და გუშინდელი თამაში შენ და მაკფადენმა მოიგეთ!

ასე გამარჯვებებით გევლოთ, ბიჭებო!
₾ადო
27 ნოემბერი 2021 12:24
2
ნამდვილი პროფესიონალი და რაც მთავარია კაცი კაცური
ლაშა
27 ნოემბერი 2021 11:27
0
მაკფადენი!!!
ქართველი
27 ნოემბერი 2021 11:20
0
ოქრო კაცი
Goga
27 ნოემბერი 2021 02:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული