თორნიკე შენგელია: NBA-ში გამგზავრებამდე ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში უკრაინის დამარცხებაში (88:83) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. საჭირო მომენტში ისინი ენერგიას გვძენდნენ. მათ ჩვენი სჯეროდათ და დამატებით ძალას გვაძლევდნენ.

უკრაინამ კარგად ითამაშა. მიხარია, რომ მოვიგეთ. სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, გუნდის მომზადებისას სიბრძნე და პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა. მთელი ჩვენი გუნდით ვამაყობ.

ბავშვობიდან ერთნაირი მოტივაცია მაქვს. პატარაობიდან ვაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების თამაშს. ჯერ კიდევ NBA-ში გამგზავრებამდე ეროვნულ გუნდში
თამაშზე ვოცნებობდი. ეს მოტივაცია დღემდე შევინარჩუნე. არაფერი არ შეცვლილა. 100%-ით მოტივირებული ვარ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა უყურე კომენტარებს, ჯერ ერთი ცსკ ევროპაში ერთერთი მოწინავეა, თუ გახსოვთ ბასკონიაშიც პრობრლრმა იყო ნგაკრერში თამაში დატიპი რეალი, ბარსა, ლიერულის დონისკლუბშია ( ფეხბურთს რო შევადაროდ) და ჩაადებინებინა კონტრაქტში სულ რო ფინალი ქონდეს ნაკრებში პრიორიტეტი და ამ უმადურ ვაი გულშემატკივრებს ესეც არ ყოფნით
Gigs
22:35 28-11-2021
1
რა თქმა უნდა თორნიკე დიდი კალათბურთელია, საქართველოს ნაკრებისათვის თავი არ ეზოგება მაგრამ თავისი კარიერის მაღალ ფაზაში, მოსკოვის ცეესკაში წასვლა მაინც უცნაური არჩევანია.
ალმასხანი
03:12 28-11-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული