"შენგელიას 65 წუთი ორ დღეში - ასე უყვარს საქართველოს ნაკრები" - ფიბა და უცხოური მედია თორნიკეზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში უკრაინის დამარცხებას და თორნიკე შენგელიას შესანიშნავ თამაშს უცხოური მედია გამოეხმაურა.

"მარკა" ესპანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს ადვილად მოუგეს, მომავალ შეხვედრაში კი საქართველოს ეროვნული გუნდის სახით უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლებათ, რომლის რიგებში მათთვის კარგად ნაცნობი თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი ასპარეზობენ და რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

ფიბა თავის "ტვიტერზე" თორნიკეს კარგ თამაშს აღნიშნავს და წერს: "იპოვე შენთვის ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც უყვარს თოკო შენგელიას საქართველოს
ნაკრებში თამაში".

sports.ru ხაზს უსვამს, რომ შენგელიამ ორ დღეში, ორ მატჩში 65 წუთი ითამაშა, ცსკა-ს "ბაიერნის", ხოლო საქართველოს ნაკრებს უკრაინის ძლევაში დაეხმარა, რაც წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ადამიანი ფასდება იმით, თუ რა შეუძლია მან გაუკეთოს თავის სამშობლოს და მოყვასს, აქ ვინც ჩხაკუნობთ უაზროდ, ჯერ გვითხარით, თავად რა გაგიკეთებიათ სამშობლოსათვის და მერე აგინეთ სხვას. დარწმუნებული ვარ თქვენ მხოლოდ იქით მიგაქვთ და არც ფიქრობთ, რომ სამშობლოს რამე დაუბრუნოთ. შენგელიამ ეს გააკეთა, გააკეთეთ თქვენც და მერე აკრიტიკეთ სხვა. შენგელია გულზე აწერია სამშობლო, არა გარედან, არამედ შიგნიდან, დაფარულად, უმარიაჟოდ და სუფთად. რომელსა გაქვთ უფლება, რომ მას აგინოთ? არცერთს!
4
მადლობა თოკოს!!! ჭეშმარიტი მამულიშვილია!!!
tngh
15:04 27-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული