უდიდესი დანაკლისი - ესპანეთთან შენგელიას გარეშე

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

საქართველოს ნაკრებმა ხაენის “ოლივე არენაზე” პირველი ვარჯიში თამაშის წინა საღამოს გამართა. შენგელია გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: gbf

altMundo Deportivo: ესპანეთს საქართველოსთან ურთულესი მატჩი ელის - სკარიოლოს 5 ათასი ფანის იმედი აქვს

altესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ოჰოჰო, "ურა პატრიოტებს" რა უხარიათ? ვაი თქვენს პატრონებს, ვითომ "პატრიოტებო"? თოკოს მალე გამოჯამრთელებას და მწყობრში ჩადგომას ვუსურვებთ!
გიო
29 ნოემბერი 2021 12:07
1
გასაგებია რომ კალათბურთს აქ ზოგზოგიერთები მარტო ფლეშქორზე უყურებთ მაგრამ ვინც წერს რომ ესპანეთს ევროლიგის ხალხი აკლია და ამიტომ საქართველო ფავორიტი არისო არის უბრალოდ უადგილო განცხადება. გადახედეთ მაინც ესპანეთის შემადგენლობას 12 დან 12 კალათბურთელი ლიგა ენდესას მოთამაშეა, ზოგი ვალენსიაში თამაშობს ზოგი ტენერიფეში და ზოგიც უნიკახაში. მესმის ოპტიმიზმი მაგრამ იმის თქმა რომ საქართველო ფავორიტია არის არასწორი. როგორც პესიმიზმი არ შეიძლება უადგილო ასევე ოპტიმიზმის არშეიძლება. დღეს რეალურად ესპანეთს ძალიან დიდი უპირატესობა ექნება და ღმერთმა ქნას მოვიგოთ. თოკო რომ გვყავდეს მერე 50/50 იქნებოდა.
123
29 ნოემბერი 2021 14:48
2
მალე გამოჯანმრთელება თოკოს. არაუშავს, დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი მატჩი იქნება და ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ...
მგელუკა
29 ნოემბერი 2021 12:13
0
სამწუხაროა.
თოკო ძალიან მნიშვნელოვანი კაცია ჩვენი გუნდისთვის
lsd
29 ნოემბერი 2021 18:12
0
ეჰ თოკო უდიდესი დანაკლისია, არა და ამ ესპანეთთან გვაქვს მოგების რეალური შანსი.
მიდით ბიჭებო, გაათმაგებული მონდომებით!!!
პ.ს. ესეთ რაღაცეებზე სულ კვარაცხელიას კოვიდი მახსენდება, აი ეგ კი იყო გულის გასასკდომი ამბავი:(
ზურა
29 ნოემბერი 2021 12:55
2
აქაურ კომენტარებს ეტყობა რომ ხალხი თვალს არ ადევნებს კალათბურთს. იმის გამო რომ ესპანეთს ევროლიგის და ამერიკაში მყოფი კალათბურთელები ვერ ეხმარებიან ჩვენი ხუთეული მათსას აღემატება კლასით და მოგების ძაანაც რეალური შანსი იყო შენგელიასთან ერთად. თუმცა მისი არ ყოფნის შემთხვევაში ეს ძალიან რთული იქნება.
fan1
29 ნოემბერი 2021 12:20
2
კაი რა, რა შანსი იყო? ჩვენ 4 კალათბურთელით მოვუგეთ უკრაინას. ესპანეთის 12 ივე კალათბურთელი მაგარ გუნდში თამაშობს თან სახლშია. მცირე შანსი გვქონდა. აი თბილისში ნამდვილად გვექნება შანსი თუ ყველა გვეყოლება
გიორგი
29 ნოემბერი 2021 17:26
0
რა პესიმისტობაა ვერ გავიგე ?? რა კომენტარებს დებთ? იმიტოა რო მი*რებული მენტალიტეტი გვაქვს, უნდა იომო და ყოველთვის მოგებაზე იფიქრო ?? რა გჭირთ ვერ გავიგე ?? - მარა ეგრე იყო ყოველთვის ჩვენთან ნაწილი ქართველები იყვნენ და ნაწილი გურჯისტანი))) ეგრე რო ებაზრა ყველა ქართველს ეხლა სპარსეთის ან თურქეთის პროვინცია ვიქნებოდით
ოი
29 ნოემბერი 2021 11:56
1
სამწუხარო დანაკლისია... იმედია, შემდეგ თამაშებზე თოკო ჩვეულ ფორმაში იქნება.
tngh
29 ნოემბერი 2021 13:48
0
ამ თამაშში აუცილებელ მოგებას მაინც არავინ მოთხოვს. სათადარიგოებს დრო მიეცემა და უნდა ანახონ სუპერლიგის ბიჭებმა რა შეუძლიათ, თავი უნდა გაიგიჟონ და იქნებ სასწაულიც მოხდეს და მოვიგოთ და თვითონაც კარგ კლუბებს გამოკრან ხელი.
შაკო
29 ნოემბერი 2021 11:59
1
ობიექტურად ესპანეთი ჩვენთან გამოკვეთილი ფავორიტია.. ძალიან არ ინერვიულოთ. მთავარია უკრაინასთან და მაკედონიასთან არ დავკარგოთ ქულები, იქნებ თბილისში ესპანეთსაც მოვუგოთ. ამ შემთხვევაში 3 მოგებით გადავალთ შემდეგ ეტაპზე და კარგი შანსი გვექნება
გიორგი
29 ნოემბერი 2021 11:57
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული