29 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს შეხვდება. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს მომავალი დაპირისპირების შესახებ "მუნდო დეპორტივო":
"ორშაბათს ესპანეთი ხაენის "ოლივო არენაზე" 5 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერით G ჯგუფში მთავარი კონკურენტის, საქართველოს დამარცხებას და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მეტოქე გუნდში ლიგა ენდესას ნაცნობი სახეებია: თად მაკფადენი (მურსია), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი) და 2.17-მეტრიანი გიორგი შერმადინი (ტენერიფე), აგრეთვე ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელმაც რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისას მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისას ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება
მოითხოვა და მიიღო კიდეც.
ესპანელთა მწვრთნელი სერხიო სკარიოლო ძლიერ მოწინააღმდეგესთან რთულ შეხვედრა ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები დასახულ გეგმას შეასრულებენ და ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებს გამოიყენებენ.
იტალიელმა სპეციალისტმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნული ოთხი კალათბურთელი ძალიან ძლიერია და ისინი კარგი დაცვით უნდა გაანეიტრალონ. მისი თქმით, ქართველებს შეუძლიათ დაიტრაბახონ ისეთი კალათბურთელით, როგორიც მაკფადენია, რომელიც კარგად ისვრის ბურთს კალათში და მარტოს შეუძლია მატჩების მოგება.
სკარიოლოს ხაენელი ფანების იმედი აქვს, რომლებიც რთულ მომენტში მხარს დაუჭერენ. რთული მომენტები რომ ექნებათ, ამაში ის დარწმუნებულია".