შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
შეგაზიზღებენ კალადბურთს კიარა ტელევიზორის ყურებასაც...... სად ნახეს ეს ნახირი??? ბურჯანაძე შემადინი და მაკფადენი.. დანარჩენი ბოდიში და ნახირი ხართ კალადბურთელები კიარა?! ტელევიზორის გათიშვის სურვილი გამიჩნდა საბავშვო საკალადბურთო გუნდები აღარ თამაშობენ ასე ფუ ჩემი ეს რა ვნახე
რომა
01:28 30-11-2021
11
მე მინდა კითხვა დავსვა. ნებისმიერმა საკალათბრუთო ქვეყანამ გრანდიდან დაწყებული სუსტებით დამთავრებული რომ გამოიყვანოს მესამე შემადგენლობა აი მაგალითად ისლანდიამ, ჩვენი ეს გუნდი თუ მოუგებს რომ მოვაცილოთ შერმადინი, შენგელია, ბურჯანაძე და მაკფადენი და დავტოვოთ დანარჩენი დღეს ვინც იყვნენ მოუგებენ ჩვენები? ამ კითხვას იმიტომ ვსვავ რომ საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით გრანდებთან მიახლოებული გუნდია რომელმაც ცალკეული თამაში შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგოს ამერიკის გარდა, და რატომ არის ამხელა წყვეტა, ეს ბიჭები ითვლება რომ მთელი ცხოვრება კალათში ბურთს ესვრიან და დღეს რაც ვნახეთ და პირველად არ გვინახავს სამოყვარულო დონეზეც კი არ აქვთ სროლის პროცენტული მაჩვენებლი, რეალურად კომბინაციის დახაზვასაც აზრი არ აქვს იმიტომ რომ ბურთს ვერ აგდებენ, კითხვა მაქვს ჯერ ამ ბიჭებთან: არ გრცხვენიათ ძმებო ასე გამოდიხართ მთელი ქვეყნის წინაშე, იქნებ მეტი მოთხოვოთ თავს და მეტი იმუშაოთ საკუთარ თავზე? ვარჯიშზე რას აკეთებთ? შემდეგი კითხვა არის ის რომ ბოლო წლებია კარგი კალათბურთელები გვყავს, მაგრამ რეალურად ადგილობირივი პროდუქტი არცერთი არ არის და თუ რაღაც სასწაული მონაცემები არ აქვს ევროპის დონეზე მაინც რომელსაც ეგრევე წაიყვანენ აქ დარჩენილები მინიმალურ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად კითვხა მეორე ფედერაციას ბავშთა კალათბურთში რატომ არის ასეთი მდარე მგომარეობა, თქვენი მთავარი სატრაბახო ბასკონიასთან კონტრაქტი და ხუთი თუ ათი ბავშვის პერიოდულად იქ გაშვებაა, ვერ ვხვდები ყველა სფეროს რატომ ასხედან უინტელექტო ტიპები რომლის ხელშიც განვითარება არის ნული და რეალურად რამოდენიმე მოთამაშის პროფესიონალიზმზე და პატრიოტიზმზე გავდივართ ფონს სხვა ძვრა არ არის, რატომ აქვს ხალხს ეს პროვინციული მოთხოვნილება თანამდებობის და გიჟური ჩაბჟირება. საქართველოს რეზერვი წამყვანი კალათბუღთელების შემდეგ ვინც მოდიან არის ყველაზე სუსტი პლიუს მინუს ვინც შეიძლება ითქვას ასე თუ ისე რომ თამაშობს კალათბურთს ჰა ჰა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუგონ ან მოლდოვას თუმცა ისიც საკითხავია
ნიკო
01:48 30-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული