საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 33% დაესწრება.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი შეძენა გულშემატკივარს tkt.ge ზე შეუძლია.
ბილეთის ფასი – 20 ლარი.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს "პირველი არხი".
gbf