უკრაინასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კიევში ჩასატარებელ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები რიგაში ჩაატარებს. ამის შესახებ უკრაინის კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა.
“უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევში თავის უახლოეს საშინაო მატჩებს რიგაში ჩაატარებს. სამწუხაროდ, ომის გამო ჩვენს გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, საშინაო შეხვედრები უკრაინაში ჩაატაროს. “არენა რიგაზე” 1 ივლისს გაიმართება აინარს ბაგატსკისის კალენდარული მატჩი საქართველოსთან, ხოლო 7 ივლისს – ესპანეთთან გადატანილი დაპირისპირება, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა ჩატარებულიყო”.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ
შესარჩევ ეტაპზე G ჯგუფში უკრაინას სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, ჯგუფის ლიდერი კი 4 მატჩში 3 მოგებით და 7 ქულით სწორედ საქართველოს ნაკრებია. მეორე ადგილზე ესპანეთია (3 მატჩი, 3 მოგება), ბოლოზე კი ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელმაც ოთხივე თამაში წააგო.
gbf
"ევრობასკეტზე საქართველომ უნდა იამაყოს" - FIBA-ს ინტერვიუ მამუკელაშვილთან
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას ისევ სძლია [VIDEO]