"შენგელიას პროვოცირება და ბოძივით დადგომა" - უკრაინელთა ფორვარდის მთავარი ამოცანა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე რიგაში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ sportarena.com-თან უკრაინელთა ფორვარდმა ვიაჩესლავ ბობროვმა ისაუბრა და ძირითადი აქცენტი თორნიკე შენგელიას განეიტრალებაზე გააკეთა:

"ერთ კვირაში სამი მატჩის ჩატარება ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ 14 მოთამაშე გვყავს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან, რათა ყველა ბურთისთვის და მოხსნისთვის იბრძოლონ. 2017 წელს (ევრობასკეტზე) უკვე ვაჩვენეთ, რომ თამაში და ამოცანების შესრულება შეგვიძლია, როდესაც ჩვენი არავის სჯეროდა და დასასვენებლად წითელი თევზის საჭმელად და მზეზე რუჯის მისაღებად გვაგზავნიდნენ. თუმცა დავამარცხეთ საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში შერმადინი,
შენგელია და პულენი იყვნენ. ვთვლი, რომ ეს ისევ შეგვიძლია, ეს სულისკვეთება გაგვაჩნია.

შენგელია ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშე და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მის წინააღმდეგ ხისტად თამაშია საჭირო, ბურთის ყოველი ფლობისას უნდა აჩვენო, რომ ბოძივით შეგიძლია დაუდგე. ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად გვითამაშია და თუ დაჟინებით ეღობები, ეს მოსწონს და ამით მომართული ხდება. ამაზე თამაში და ფოლზე პროვოცირება შეიძლება.

ის (შენგელია) უნდა შევაჩეროთ, პერიმეტრის გარედან მეტი ვასროლინოთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, ადვილი ქულები სწრაფი გარღვევებით მოვაპოვებინოთ - სწორედ ასე აგდებდა ბევრ ბურთს საქართველოში. შესაძლოა, ახალი ურთიერთმოქმედებით ვითამაშოთ და მის წინააღმდეგ მესამე ნომერი გამოვუშვათ, რაც დაცვაში მეტ დატვირთვას აიძულებს.

რა თქმა უნდა, დაგვაკლდებიან ბლიზნიუკი და ლიპოვოი, ვინაიდან მათთან ერთად მეტი ვარიანტი გვექნებოდა დაცვასა და შეტევაში, მაგრამ გვყავს ბიჭები, რომელთაც მთელი შეკრება გაიარეს, ჩვენ ხომ ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად მთელი თვე გვქონდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ან უკრაინას შეხვედრის წინ უპირატესობა არ აქვთ. ყველაფერი პირველ რიცხვში გადაწყდება".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს არის ძალიან უნიჭოდ დადგმული წაგების სცენარი და ყველა ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო , მოღალატეა და მეტი არაფერი , შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და ნაკრები შენი კუთვნილება არ არის , ამიტომ უნდა გამოხვიდე და მოიგო ღირსეულად ან წააგო და არა სე სამასხარაოდ , თუმცა ელჩის გვერდით ფაჩულიას დგომამ ყველაფერი გასაგები გახადა , ეტყობა პრეზიდენტად გვიმზადებენ ტექნიკუი მთავრობის , დინამო ხომ ააყვავა და ეხლა ქვეყნის ჯერია . ამერიკიდან ნაკარნახევი დირექტივით დათმობ თუ რუსეთიდან , დიდი მნიშვნელობა აქვს ?! მონობა მონობაა , გილოცავთ მონობის ცისარტყელა ბორკილს. ნურც გამოაქვეყნებთ თუ გინდათ .
ATP 16
01 ივლისი 2022 20:46
1
რეპორტაჟი ტელევიზიით, ინტერნეტით ან რაიმე სხვა წყაროთი იქნება? სად შეიძლება ვუყუროთ?
aburjga
01 ივლისი 2022 19:56
0
ნაცები და "ლიბერალები" გამალებით იმეორებენ--კარგი იქნება თუ დაუთმობენ უკრაინას ამ თამაშსო (!!!)იმათ უფრო ჭირდებათ მოგებაო ! წარმოგიდგენიათ რა დღეში ვაართ ? @ ეგენი მალე იმასაც იტყვიან--დავუთმოთ აფხაზეთი აფხაზებს იმათ უფრო სჭირდებათო @@
zura222
01 ივლისი 2022 18:01
3
Აბა სად ვინ როდის თქვა? Და
სპორტულ საიტზე არასპორტული ჭორაობის აქაც დაძაბულობის შემოტანის ადგილი არ არის, სპორტალ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება!
Irakli
01 ივლისი 2022 18:23
1
ზოგი ომით ერთობა, ზოგი კალათბურთით ან ფეხბურთით.
დათო
01 ივლისი 2022 14:21
0
არ დაიწყოთ ახლა იქ უკრაინული დროშების ფრიალი და ბორშჩის ჭამა "ზოგიერთებს" მივმართავ....
უნდა მოვიგოთ ბიჭებო, წყნარად და ღირსეულად!!!!
ქართველი
01 ივლისი 2022 12:40
0
კალათბურთელთა მაისურები ვისაც გინდა თამაშდება აქ https://www.facebook.com/PiaAgencyNews/photos/a.527997450603306/5111687225567616/
zero
01 ივლისი 2022 10:39
0
ძმები არა ძმისშვილები. გადაახიეთ ბურთი თავზე ბიჭებო.
zaza
01 ივლისი 2022 08:11
2
დიდი ანგარიშით არ მოვუგოთ ჩვენი ძმები არიან
გოგა
01 ივლისი 2022 03:56
50
რომელი ძმების ძმობას უარყოფენ ბიჭო სახლებში რომ შეუვარდნენ და ბავშვები და ქალები დაუხოცეს და გაუპატიურეს! ასე თუ გესმის ძმობა გიმრავლოს ამნაირი ძმები ოჯახში
ეხხხ-ს
01 ივლისი 2022 17:22
2
სად გააქრეთ ჩემი კომენტარი "დემოკრატიის დამცველებო"??????!!!!!!!!
ნინი
01 ივლისი 2022 14:41
1
ყველა გამოხმაურება
შენგელია იქნება რო დაგაფარებთ ბურთს თავზე
Dato
01 ივლისი 2022 03:47
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული