უღირსი საქციელი და ღირსება - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მარცხის გამო საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინასთან დამარცხებამ ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული. წაგებაცაა და წაგებაც, მაგრამ ასეთი?! წაგება და მოგება ძმები სულაც არ არიან და ყველაზე საწყენი ისაა, რომ ჩენი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა, რაღაც უინიციატივო იყო, არაბრძოლისუნარიანი და თავისზე შედარებით სუსტ მეტოქესთან დათმო მატჩი, რომელსაც 5 წამყვანი კალათბურთელი აკლდა. არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, შეთქმულების თეორია და ა.შ. თუმცა, ილიას ზუროსის გუნდი ამჯერად ვერ გახლდათ ჩვეულად შემართული, სიმაღლეში უპირატესობის მიუხედავად, ფარიც დავთმეთ და თამაშიც.

ისე მოჩანდა, თითქოს მოწინააღმდეგე
უფრო მოტივირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ადვილი გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინა ადვილად დასამარცხებელი გუნდი რომ არაა, ეს ყველამ იცის - 2017 წელს ევრობასკეტზე 88:81 მოგვიგეს, 2021 წელს თბილისში კი 88:83 დავამარცხეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენმა გუნდმა უბრალოდ ძალები დაზოგა და 4 ივლისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან საბრძოლველად ემზადება. ხდება ხოლმე, როდესაც გუნდი შემდგომ, უფრო მნიშვნელოვან მატჩზეა კონცენტრირებული, აზრით უკვე იქაა და მობილიზაციას ვერ ახერხებს. ძნელი სათქმელია და რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი რეაქცია უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის უკადრებელმა საქციელმა.

რა თქმა უნდა, მთლად სწორი ანალოგი არ არის, მაგრამ ნამატჩევს ერთი საფეხბურთო ისტორია გამახსენდა: 1979 წლის აგვისტოში ტაშკენტის „ფახთაქორის“ ფეხბურთელთა გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, დაიღუპა 17 მოთამაშე, მწვრთნელი და ადმინისტრაციის წევრები. უზბეკური გუნდი სასწრაფოდ სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებით დააკომპლექტეს, თბილისის „დინამოდან“ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი გადავიდა (1980 წელს მანუჩარ მაჩაიძეც). ტრაგედიის შემდეგ ტაშკენტელებმა პირველი შეხვედრა ერევანში „არარატთან“ გამართეს, სადაც მიუსამძიმრეს და 3:1 დაამარცხეს. პირველი საშინაო მატჩი „ფახთაქორმა“ თბილისის „დინამოსთან“ ჩაატარა. ქართველებმა ის თამაში შეგნებულად დათმეს (1:2). დავით ყიფიანმა თქვა კიდეც, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართო. ნამატჩევს „დინამო“ გულშემტკივრებმა მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. შეგახსენებთ, იმ წელს „დინამომ“ სსრკ-ის თასი მოიგო (ფინალში მოსკოვის დინამოს სძლია) და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა.

მოკლედ, უზბეკებმა ჩვენი საქციელი სათანადოდ დააფასეს. ვერ ვიტყვი, რომ გუშინ რიგაში რაიმე მსგავსს ჰქონდა ადგილი და ბაგაცკისის უხამსს ჟესტს არავითარი გამართლება არ აქვს. ეს მეტოქის შეურაცხყოფაა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ თავის შეკავება შეძლეს და სკანდალში არ გაეხვნენ, რასაც ფიბას მხრიდან აუცილებლად შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. ჩვენთვის კი ეს კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და მომავალში მოედანზე არავის არაფერი არ უნდა დავუთმოთ. იმედია, ესპანეთთან ისევ იმ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავს.

მიმომხილველი

გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე ვიფიქრე ძალით აცილებენ მეთქი ამდენი აცილებული საჯარიმო მე მგონი შაკილს არ აუცულებია და არც კევინ დაკვორსს. ხუმრობა ხუმრობათ მაგრამ თუ არ მისცეს თამაში მაშინ არზე არ ყოფლინა თოკოს გარდა არც ერთი გუნ დშI. შანაძე და ბურჯანაძე ძალიან ნელები არიან და სანამ რამეს მოახერხებენ უკვე ან აყვანილები არიან ან დაფარებული აქვთ. ბერიშვილი საქართველოს ჩემპიონატზე კარგად თამაშობს მაგრამ ნაკრებში ერთი თამაშიც ვერ ითამაშა სანაკრებო დონეზე. ა დრონიკაშვილი ცოტა ხნით შეუშვეს ბურთის ტარება შესვლა ეხერხება მაგრამ ტყორცნა არც საშუალო დისტანციიდან უვარგა და არც 3 ქულიანის ხაზიდან. მაკფადენიი სროლის წასვლაზეა და საშინლად ითამაშა ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჰქინდა. შერმადინის ასეთი ცუდი თამაში საერთოდ არ მახსოვს არა და ბრჭყინავს ყველა გუნდში ევროპის დონეზე. ბითაზე არ გამოიყენეს მიზეზი უხლი ტკიოდაო თუ რაღაც სხვა მიზეზი იყო არ ვიცით. ამ ბურთის აქეთიქეთ მოძრაობა დროის გაყვანა და ბოლო წამებზე მოუმზადებელი სროლა ფარში არ ვიცი რომელი საუკუნის კალათბურთია. თანამედროვე კალათბურთი სისწრაფეზეა აგებული და დაცვიდან სწრაფ შეტევებზე. გადასვლაზე. ესენი პოირველ პასს უკან აკეთებენ და მერე დრო გაჰყავთ სანამ დაცვა არ ჩადგება. პირველი რაც დიდი დანაშაულია და კალათბირთის ანბანი ბურთის გარედან სწროლა როდესაც ფარქვეშ არავინ არ არის ეს არის საერთოდ გაუგებარია ამ დონეზე. წინა თამაშებში ფევაძემ კარგად ითამაშა როგორც დაცვაში ისე შეტევაში, საერთოდ გუნდში ვერ მოხვდა, ასევე კორსანტია. რა ხდება? ზუროსი ადგენს მოთამაშეების სიას თუ ფედერაცია? მამუკელაშვილი რომ ჩამოვიდეს თუ არ ათამაშე და სკამზე დასვეს რადგან ახალგაზრდაა რა აზრია ქვს არადა ამათ ყველას სჯობია და ყველაზე თანამედროვე კალათბურთს თამაშობს. რა გახდა გამთამაშებელი რომელსაც გარედან სროლა შეეძლება, მოედნის ხედვა დროული პასი გარღვევაზე და ფაფხურა არ იქნება? თუ აჩუქეს თამაში მაშინ რას ბრაზობდნენ კიდევ და შეიძლება სწორი იყო ალბათ ლატვიელი მწვრთნელი ბანძკაუსკასია თუ ჯანდაბა. და სწორიც უთხრა თკალათბურთელებს ერთი ორი წიგნის წაკითხვაც მოუხდებოდათო. თამაშის წინ ბაქი ბუქს ეს გვყავს ის ვყავს და ეს შეგვიძლია და ყველაფერს მოვიგებთ მაგივრათ თავმდაბლათ გასულიყვენენ და ეთმაშათ გამართული კალათბურთი. ძუროსმაც ვერანაერი გავლენა ვერ იქნონია თამასი შესაცველად რაც ისევ აჩენს კითხვას აჩუქეს თამაში? ანდ რატომ? ესპანეთს სახლში მოვუგებთ მაგის იმედით? იმედია მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებიან
simartle
03:07 03-07-2022
1
არც კი ვიცი რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, ესპანეთი რომელი ნაკრებით ჩამოვა? ისე ყველაფერი რეალობას ეფუძნება, არ გვყავს კალათბურთელები 3 ის გარდა და ისინიც არასტაბილურები და სხვებზე დამოკიდებულები არიან. საინტერესოა ბიჭები თავაინთ პოტენციალს როგორ აღიქვამენ? 5-6 ჯერ რომ ისვრი ახლო მანძილიდან და ვერ აგდებ, არასწორ მოძრაობებს აკეთებ, ელემენტარულ შეცდომებს უშვებ და ამ დროს ვითომ გამოცდილი ქვია-დასკვნები...?! ქვეყანა სადაც არის იქ არის სპორტიც და დანარჩენიც მეტ ნაკლებად...
გუსანი
01:14 03-07-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული