უღირსი საქციელი და ღირსება - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მარცხის გამო საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინასთან დამარცხებამ ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული. წაგებაცაა და წაგებაც, მაგრამ ასეთი?! წაგება და მოგება ძმები სულაც არ არიან და ყველაზე საწყენი ისაა, რომ ჩენი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა, რაღაც უინიციატივო იყო, არაბრძოლისუნარიანი და თავისზე შედარებით სუსტ მეტოქესთან დათმო მატჩი, რომელსაც 5 წამყვანი კალათბურთელი აკლდა. არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, შეთქმულების თეორია და ა.შ. თუმცა, ილიას ზუროსის გუნდი ამჯერად ვერ გახლდათ ჩვეულად შემართული, სიმაღლეში უპირატესობის მიუხედავად, ფარიც დავთმეთ და თამაშიც.

ისე მოჩანდა, თითქოს მოწინააღმდეგე
უფრო მოტივირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ადვილი გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინა ადვილად დასამარცხებელი გუნდი რომ არაა, ეს ყველამ იცის - 2017 წელს ევრობასკეტზე 88:81 მოგვიგეს, 2021 წელს თბილისში კი 88:83 დავამარცხეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენმა გუნდმა უბრალოდ ძალები დაზოგა და 4 ივლისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან საბრძოლველად ემზადება. ხდება ხოლმე, როდესაც გუნდი შემდგომ, უფრო მნიშვნელოვან მატჩზეა კონცენტრირებული, აზრით უკვე იქაა და მობილიზაციას ვერ ახერხებს. ძნელი სათქმელია და რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი რეაქცია უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის უკადრებელმა საქციელმა.

რა თქმა უნდა, მთლად სწორი ანალოგი არ არის, მაგრამ ნამატჩევს ერთი საფეხბურთო ისტორია გამახსენდა: 1979 წლის აგვისტოში ტაშკენტის „ფახთაქორის“ ფეხბურთელთა გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, დაიღუპა 17 მოთამაშე, მწვრთნელი და ადმინისტრაციის წევრები. უზბეკური გუნდი სასწრაფოდ სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებით დააკომპლექტეს, თბილისის „დინამოდან“ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი გადავიდა (1980 წელს მანუჩარ მაჩაიძეც). ტრაგედიის შემდეგ ტაშკენტელებმა პირველი შეხვედრა ერევანში „არარატთან“ გამართეს, სადაც მიუსამძიმრეს და 3:1 დაამარცხეს. პირველი საშინაო მატჩი „ფახთაქორმა“ თბილისის „დინამოსთან“ ჩაატარა. ქართველებმა ის თამაში შეგნებულად დათმეს (1:2). დავით ყიფიანმა თქვა კიდეც, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართო. ნამატჩევს „დინამო“ გულშემტკივრებმა მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. შეგახსენებთ, იმ წელს „დინამომ“ სსრკ-ის თასი მოიგო (ფინალში მოსკოვის დინამოს სძლია) და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა.

მოკლედ, უზბეკებმა ჩვენი საქციელი სათანადოდ დააფასეს. ვერ ვიტყვი, რომ გუშინ რიგაში რაიმე მსგავსს ჰქონდა ადგილი და ბაგაცკისის უხამსს ჟესტს არავითარი გამართლება არ აქვს. ეს მეტოქის შეურაცხყოფაა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ თავის შეკავება შეძლეს და სკანდალში არ გაეხვნენ, რასაც ფიბას მხრიდან აუცილებლად შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. ჩვენთვის კი ეს კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და მომავალში მოედანზე არავის არაფერი არ უნდა დავუთმოთ. იმედია, ესპანეთთან ისევ იმ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავს.

მიმომხილველი

გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბაგაცკისი არ არის დაბალი დონის მწვრთნელი. შეგნება აქვს და ზრდილობაც. მართალია არასასიამოვნო იყო წაგებულ თამაშზე კიდევ ბაგაცკისის მხრიდან მისი ასეთი საქციელი მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. რატომ ავარდა ქართველები ბაგაცკისის აღებულ ტაიმაუტზე ქაჯებივით? კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ "გრუზინობა" და ამიტომაც ბაგაცკისმა ის გააკეთა რაც გააკეთა. არ მოითმინა ბაგაცკისმა ის გრუზინული გამონახტომი რაც ქართველებმა გაათეს. ასე რომ დასკვნები ჯერ ჩვენ გამოვიტანოთ ჩვენ თავში და თითი მერე გავიშვიროთ სხვისკენ.
ლუარსაბი
09:13 04-07-2022
10
მსოფლიოზე გასასველელად ეს მოგება დაგვაკლდება და ყველა პირობა იყო რო ეს შეხვედრა მოგვეგო, როგორც ყოველთვის გადამწყვეტ თამაშში ბოლომდე ჩაჭ.., ვის უთმობდნენ რას უთმობდნენ ზოგი რო წერს,რატო ვბალეშიკობთ ამ აქოთებულებს ტოტალიზატორშიკებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული