მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ძლევის (82:76) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:
"უპირველეს ყოვლისა, ჩემი კალათბურთელების თამაშით და გამარჯვებით ვარ ბედნიერი. დაცვაში აგრესიულები ვიყავით და მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ვინაიდან პრობლემები იყო და მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა მოთამაშეები მწყობრში ყოფილიყვნენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ.
ახალ დარბაზში პირველ მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და გავიმარჯვეთ. ცოტას დავისვენებთ და მუშაობას გავაგრძელებთ. ერთით მეტი მოგება გვაქვს, მაგრამ მორიგი შეხვედრებისთვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ევრობასკეტზე
ყველა ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება. ველოდებით ბითაძეს და მამუკელაშვილს.
ამ დილით ბიჭებს ვესაუბრე, მათ თვალებში ბრძოლის სურვილი დავინახე და მივხვდი, რომ გავიმარჯვებდით. მადლობა გამოცდილ მოთამაშეებს, შენგელიას და შერემადინს. ისინი ახალგაზრდებს გაესაუბრნენ. გუნდური სულისკვეთება უმნიშვნელოვანესია".