საქართველოს კალათბურთის ფედერაცია "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თედ მაკფადენის საუკეთესო მომენტებია ასახული.
ერთ-ერთ ეპიზოდში უცხოელი კომენტატორი ბოლო ხმაზე ყვირის: "ღამე მშვიდობისა - Goodnight Tbilisi, Georgia".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.