ახალი ეტაპი ქართულ კალათბურთში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატით დაგვირგვინდება! - ინტერვიუ პაატა გურასპაულთან

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის ახალ სასახლეში მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული ესპანეთი ოვერტაიმში (82:76) დაამარცხა და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

უკრაინა-ესპანეთის მატჩის შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ (პირველზე, დიდი ალბათობით, ესპანეთი გავა). რაც შეეხება მე-2 ჯგუფურ ეტაპს, იქ მეტოქეები იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ნაკრებებს მეორე ეტაპზე ბოლოადგილოსანთან ნათამაშები ქულები არ გადაჰყვებათ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ახალ ჯგუფში 2 მოგება და 2 მარცხი ექნება.

შეხვედრის შეფასება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად აღმასკომის
თავმჯდომარეს, პაატა გურასპაულს ვთხოვეთ.

- შეხვედრის რეპორტაჟი მიგყავდათ და აღნიშნეთ, რომ ასეთი ემოციები საქართველოს ნაკრების არცერთი მატჩისას არ გქონიათ...
- ემოციები და ნერვიულობა ბუნებრივი იყო. საქართველოს ნაკრებმა  ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. ეს წარმატება დაფასებაა იმ შრომისა, რომელიც ფედერაციამ, ნაკრების თითოეულმა წევრმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივარმა გასწიეს. გამოჩნდა, ამდენი ტყუილად არ ვიწვალეთ.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოდგა, რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მართლაც სისხლი გამოუშვეს ორგანიზმიდან და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს. სპორტის ახალ სასახლესთან ერთად, ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაიბადა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, მნიშვნელოვანი დანაკლისი გვქონდა. ქართულ კალათბურთში მართლაც ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით აუცილებლად დაგვირგვინდება!

- მოვისმინეთ ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე დღეში უკრაინასა და ესპანეთთან ყველაზე ცუდი და საუკეთესო მატჩები გამართეს. რამდენად იყო დამატებითი მოტივაცია, იმ ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ გუნდს ესპანეთთან წარმატებით ეთამაშა?
- ბუნებრივია, რომ ყველა შეხვედრაზე ერთნაირად წარმატებით ვერ გამოხვალ. როცა არ მიგდის თამაში, მომდევნოზე სრულ კონცენტრაციას აკეთებ. ახალი დარბაზი, აჟიოტაჟი, ასევე ის ფაქტორი, რომ მარცხის შემთხვევაში ისტორიულ მიზანს დავშორდებოდით, გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა.

Sportall.Ge

მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მათ გენიოსი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო. ბექა ბექაურმა ნდობა გაამართლა და ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე თამაშიც ვნახეთ.

- ანდრონიკაშვილის თამაში მართლაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კომენტარს გავეცანი, სადაც გულშემატკივრები კითხულობდნენ, თუ რატომ არ თამაშობს რატი უკვე NBA-ში?
- რატი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია და მართლაც აქვს შანსი, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შევიდეს, თუ თავდაუზოგავად იშრომებს. ანდრონიკაშვილს აქვს სპორტული აღნაგობა, გრძელი ნაბიჯები, კიდურები და სხვა თვისებები, რაც მას წარმატებაში ძალიან დაეხმარება. წლებია, ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა. რატის აქვს პერსპექტივა, ამ პოზიციაზე ათწლეულები ითამაშოს. ის დაღვინებულია, არანაირი შიში და მორიდება არ გააჩნია. გადამწყვეტი მომენტები გავიხსენოთ - ანდრონიკაშვილის ჩაჭრები, სამქულიანები, როგორც ძირითადი დროის ბოლოს, ასევე ოვერტაიმში.

ფაქტია, ყველა ძალიან მონდომებული იყო. მოვისმინე მოსაზრება, რომ ტედ მაკფადენს კარგი მატჩი არ ჰქონდა, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო და ბევრი ასისტი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ ბოლოს კალათში რამდენიმე ბურთი ვერ მოათავსა, მაგრამ როცა გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, ნაკრებს ულიდერა და საკუთარი ზურგით ატარა.

ახლა მეორე ეტაპს უნდა დაველოდოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ნაკრების ბოლომდე მწამს და მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ.

altისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

altზუროსი: დილით მივხვდი, რომ გავიმარჯვებდით

alt"ამ 4 დღეში ყველას დავანახეთ, რომ... ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის!" - შენგელიას მიმართვა გასახდელში ესპანეთის დამარცხების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
გურასპაულმა რაც დაანონსა ყოველთვის ყველაფერი ახდა.ეს კაცი ღირსეული ადამიანია.
888
19 ივლისი 2022 15:01
0
გასკრეჭი რაც მაქ მოდი გაგაკრეჭინებ
კახა
05 ივლისი 2022 21:45
10
ძოვე
ტყეშელაანთ გიჟი
06 ივლისი 2022 10:18
0
ცრემლი არ მოგდით ამ გამარჯვებაზე!? შევხედოთ რაში ვიცხოვრეთ და რა წვალებაში გაგვეზარდა ბიჭები(ეს სახალხო ქცევაა, ერის ხასიათია და რად გვინდა აქ ახლა პოლიტიკა) და ჩვენ შევძელით დიდი კალათბურთის თამაში ასეთ გარემოებაში. რა დროს ერთმანეთზე საუბარია, როცა სიხარული გვაჩუქეს ბიჭებმა, თანაც ძალიან მაგარ გუნდთან, ძალიან მაგარ საკალათბურთო ლიგის ქვეყანასთან. გაიხარეთ ბიჭებო!
beso
05 ივლისი 2022 19:55
0
ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ მსოფლიოზე მარტო ფიქრი არ გვიშველის, სხვა სახეობებშიც გვჩვევია ეს ემოციური აღტკინებები და მოტივაციისთვის კარგია, მაგრამ მალე უნდა გამოვიდეთ ეუფორიიდან, 3 ნაკრები გველოდება შემდეგ ეტაპზე და ისინიც ძალიან მოტივირებულები იქნებიან, ამდენი შეცდომებით კი მარტო 3-4 კაცი ვერ იტვირთავს -სროლა უნდა გაუმჯობესდეს, 3 ქულიანების გარეშე ვერავინ მოიგებს, მომავალი მეტოქეები მეტწილად ამ კომპონენტით გადიან ფონს, ჩვენ მარტო ტედზე ვარ ჩამოკიდებული, ამ თამაშიც სულ აცილებდა და გაბრაზებული სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებდა , კიდევ კარგი ბოლოსკენ გაეხსნა....ეს პრობლემა ქართულ კალათბურთში სულ დგას აგერ უკვე რაც მახსოვს 42 წელია...დროა ვინმე გამოჩნდეს 40-50 % სიზუსტით მაინც..
გუსანი
05 ივლისი 2022 19:12
1
რატი ნბა-ში და ნაკრებში არ გამოუშვებენ მერე როგორც ბითაძეს და მამუკელაშვილს არ უშვებენ ისე და მთავარი ჩვენთვის ნაკრებია
geo
05 ივლისი 2022 17:58
1
გულით ვულოცავ ნაკრებს და ყველას. მაგრამ მეორე შემადგენლობას ვეთამაშეთ, ეს გავითვალისწინოთ.
ლევან მაღლაკელიძე
05 ივლისი 2022 16:59
6
არ იყო საჭირო პოლიტიკური მადლობები, ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ, ბიჭებმა კი ძალიან გამახარეს, ყოჩაღ
პატრიოტი
05 ივლისი 2022 16:39
11
რატომ პატივცემულო, თუ ვინმემ რამე გააკეთა და ღვაწლი აქვს ვუთხრათ მადლობა რა დაშავდება? მთავრობასაც და კერძო სექტორსაც გადაუხადა მადლობა, არ მგონია ეშლებოდეს ვიზეა სათქმელი და ვიზე არა
ჩეტო
05 ივლისი 2022 17:27
6
კარგია გამარჯვება ვულოცავ ყველას გულშემატკივრებს ნაკრების მოთამაშეებს მწვრთნელებს. რატო ვარდებით ეგრევე ეიფორიაში რეალობა უკრაიინამ დაგვანახა და ასე მალე დაივიწყეთ!? ესპანეთში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოსცადეს არ ვაკნინებ გამარჯვებას ოღონდ არაა საქართველოს ნაკრები ტოპ ნაკრები კალათბურთში სანი კაცით ჩემპიონატს ვერ მოიგებ. გაიგეთ და რა ნბა თავის ლიგაში უნდა დაამტკიცოს ჯერ ვის არ უნდა რომ მაგარი გახდეს. მოკლედ თითოეულმა ნაკრების წევრმა უფრო სათადარიგოებმა კითხონ საკუთარ თავს რატომ არიან ნაკრებში!? სროლა თუ არ შეგიძლია ბურთის მოხსნა დრიბლინგი აბა იქ ხინკალს არ არიგებენ.
კახა
05 ივლისი 2022 16:37
18
სიმართლეს ამბობს ეს კაცი, ჩვენმა ნაკრებმა
ითამაშა საშინლად, მაგრამ ესპანეთმა უფრო ცუდად..
05 ივლისი 2022 22:55
13
კუდი გაიკრიჭო შენ ჯობია ამდენი სისულელეების წერას
ალექს
05 ივლისი 2022 17:34
5
ძალიან ვისიამოვნე. რატის ძალაინ დიდი მადლაობა:)ბიჭებს დიდი მადლობა:))
იყო ხარვეზები რაც კლასის ხარჯზე გადავიარეთ. ბექაურმა დაგლიჟჯა. ასე რომ ბიჭებო წარმატებებიდა ისე გაიხარეთ როგორც მე გამახარეთ:)
gela
05 ივლისი 2022 16:36
0
სანამ ეს ფაჩულია და ბებრები არ წავიდნენ არ სასცალდათ თამაში ახალგაზრდებს
ანი
05 ივლისი 2022 15:51
52
არ გინდა ანი! ზოგადად საიდან მოდიხართ ასეთები? თუ არ იცი არაფერი, გაჩუმდი მაინც, აუცილებელი არ არი საკუთარი არაკომპეტენტურობა და დაბალი ინტელექტი გამოიამზეურო, ან/და სალანძღავად მაინც ნუ გაიხდით ჩემო დაიკო თავს!
ბს
05 ივლისი 2022 16:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული