ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 8-დან 7 ჯგუფში ყველაფერი 4 ივლისს დალაგდა, მხოლოდ ჩვენს ჯგუფში იყო დარჩენილი ერთი მატჩი, რომელიც 3 თვის წინ უნდა ჩატარებულიყო და უკრაინაში დაწყებული ომის გამო გადაიდო. უკრაინელებმა, საქართველოს მსგავსად, ლატვიის დედაქალაქ რიგაში უმასპინძლეს ესპანელებს და დაძაბულ ბრძოლაში – 76:77 დამარცხდნენ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგი გახლდათ და აი, რატომ:

უკრაინას რომ მოეგო, ჩვენი ჯგუფის 3 ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს, თანაბარი ქულები – 4 გამარჯვება და 2 მარცხი
უგროვდებოდა. ამ გუნდებს შორის ბურთების შეფარდებით კი პირველზე ესპანეთი, მეორეზე უკრაინა და მესამეზე საქართველო გავიდოდა. თუმცა დაკავებულ ადგილებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ საქართველოსთვის ცუდი ის იყო, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას დამატებით ესპანეთთან გამარჯვება გაჰყვებოდა – ანუ ჩვენც და უკრაინასაც მომდევნო ეტაპზე თანაბარი: 2-2 მოგება გვექნებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ჩვენთან ნათამაშებ პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებში ბურთების შეფარდების წყალობით უპირატესობა აქვს (5 ქულით წააგო და 13-ით მოგვიგო), ეს მომენტი, რა თქმა უნდა, სლავებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა.

ახლა კი რა ხდება? მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ წინ ესპანეთი, იტალია და ისლანდიაა (სამივეს 3 მოგება), საქართველო კი მე-4 ადგილზეა 2 მოგებით. შემდეგ მოდიან 1 მოგების მქონე უკრაინა და გამარჯვების გარეშე მყოფი ნიდერლანდები. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო (ისევე, როგორც უკრაინა და ესპანეთი) 3 მეტოქესთან (იტალია, ისლანდია, ნიდერლანდები) 6 მატჩს (შინ და სტუმრად) გამართავს. 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მე-2 ჯგუფური ეტაპის ცხრილი
1. ესპანეთი 7 ქულა
2. იტალია 7 ქულა
3. ისლანდია 7 ქულა
4. საქართველო 6 ქულა
5. უკრაინა 5 ქულა
6. ნიდერლანდები 4 ქულა

6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს – 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნული ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.

2022 წელი
24 აგვისტო,   საქართველო – ნიდერლანდები
27 აგვისტო,   იტალია – საქართველო

2022 წელი
11 ნოემბერი,   ისლანდია – საქართველო
14 ნოემბერი,   საქართველო – იტალია

2023 წელი
23 თებერვალი,   ნიდერლანდები – საქართველო
26 თებერვალი,   საქართველო – ისლანდია

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 28 /
გაცილებით კარგი იქნებოდა პირველ ფანჯარაში,იტალია მიგვეღო და ნიდერლანდებთან სტუმრად გვეთამაშა.იტალიის უძლიერეს შემადგენლობიან ნაკრებს,ჩვენი უძლიერესი ნაკრები იტალიაში სავარაუდოდ ვერ მოუგებს და აქ,მეტი შანსი გვექნებოდა.ნიდერლანდებთან პირიქით,გასვლა გვერჩია,რადგან ჩვენი უძლიერესი შემადგენლობა სავარაუდოდ იქაც დაამარცხებს ,მერე,უკვე დასუსტებული შემადგენლობით კი,თბილისში მეტი შანსი გვექნებოდა მათ დასამარცხებლად.ახლა უკვე შენგელიაც ვეღარ დაგვეხმარება და თუ შერმადინიც გამოგვაკლდა,საქართველოს ჩემპიონატის ბიჭებით,ვისთან გვექნება რაიმე შანსი,ძალიან მეძნელება.
სოსო
09 ივლისი 2022 01:30
1
ცუდია , რომ ბიჭები არ გვეყოლება. საქართველოში მოთამაშე ბიჭებით წარმატებას ვერ მივაღწევთ. რა უაზრობაა. ნაკრები არაა პრიორიტეტი? რატომ არ უნდა გამოუშვან
ლევან მაღლაკელიძე
08 ივლისი 2022 15:08
1
დაჩმორებული ყავს ევრო ლიგას და NBA-ს ფიბა და იმის ბრალია, ფეხბურთშიც ეგრე იქნება, ღმერთმა არ ქნას და სპერლიგის იდეამ, რომ გაიმარჯვოს.
რრრ
08 ივლისი 2022 17:57
0
იტალიას ერთი მაინც უნდა მოუგოთ და გავალთ.
რრრ
08 ივლისი 2022 13:45
0
ისედაც გავალთ
lasha
08 ივლისი 2022 15:15
1
საინტერესოა ნოემბერში და თებერვალში თუ ითამაშებენ ბითაძე, მამუკელაშვილი, შენგელია ანდრონიკაშვილი
ზაზა
08 ივლისი 2022 10:57
1
tu ar vcdebi ragac shetanxmebaze midis fiba ligebtan da dashveba iqneba rom gamoushvan. ogond ar minda mogatyuo ar var srulad darcmunebuli,magram sadgac cavikitze msgavsi.
Degraf
08 ივლისი 2022 13:03
0
გამორიცხულია არც კი იოცნებო.
რრრ
08 ივლისი 2022 12:24
2
ყველა გამოხმაურება
და უჯრაინა ვის ხვდება ამ დროს ? 6 გუნდიდან თუ 4 ჩვენი ჩათვლით ვართ, მეორე ჯგუფში 2 გუნდუა მხოლოდ ?
Lm
08 ივლისი 2022 08:45
13
იტალია ჰოლანდია ისლანდიას სახლი-გასვლა
ნოდო
08 ივლისი 2022 10:05
0
ადვილია ეს ყველაფერი, უნდა მოვიგოთ 4 თამაში, ჰოლანდიას ორივე მოუგოთ და ისლანდიასაც ორივე, მარტო ჩვენ თავზე, რო ვიყოთ დამოკიდებული და გასულები ვართ
გოგა
08 ივლისი 2022 07:34
1
რა უსამართლოა წაგებაში ქულის აღება ჰოლანდიას 4 წაგება და 4 ქულა აქ ჩვენ 2 მოგება და 6 ქულა 4ქულა 2 მოგების 2 ქულაც წაგების მარა 2 მოგება 0 მოგებასთან გაუფასურებულია
ნოდო
08 ივლისი 2022 07:05
5
ახლა ზოგი მაზგაჩი რას იტყვის ? გაუჭირდა ესპანეთსაც მოგება და ჩვენს ნაკრებს ჩუქებას აბრალებდით. არაა ხელწამოსაკრავი ნაკრები უკრაინა გამოჩნდა მერამდენედ .
kombato
08 ივლისი 2022 03:43
5
23 სამქულიანს რომ ესვრი და მხოლოდ 4-ს ჩააგდებ, ანუ 20%-იანი სიზუსტე რომ გაქვს, ასევე ჯარიმების სროლაში ამდენი წუნი, რა კარგ გუნდობაზეა საუბარი? უბრალოდ იმ დღეს რაღაცატომ ჩვენი გუნდი იყო დაქლიავებული.
ჟორა
08 ივლისი 2022 15:44
0
რა უკრაინის მოგება გვაწყობდა ანგარიში არ იცით მოუგე ისლანდიას და ჰოლანდიას ორივე თამაში მესამეზე ხარ იტალიასთან რომ წააგო ორივე თამაში უკრაინაზე წინ ვართ ამას რა დათვლა უნდა
Soso
08 ივლისი 2022 02:27
3
დავუშვათ, ისლანდიამ მოუგო ორივე თამაში ესპანეთს და ესპანეთმა იტალიას, (ჰოლანდიას და უკრაინას თავისთავად ვგულისხმობ, რომ მოუგებენ). მერე რა ხდება პროფესორ? ექნება სამ გუნდს ჩვენზე მეტი, ანუ 7-7 ქულა? ანუ სხვის შედეგზე დამოკიდებული ვიქნებით? ოღონდ არ დამიწყო, ისლანდია ვერ მოუგებს ორივეს ესპანეთსო. ვერც ჩვენ ვერ მოვუგებთ ორივეს ისლანდიას - მეტი ალბათობით, თითო-თითოს მოვუგებთ ისლანდიასაც და იტალიასაც და სხვებზე დამოკიდებულები ვიქნებით ბოლომდე.
დათა თუთაშხია
08 ივლისი 2022 18:20
1
ისლანდიას რომ ერთი ქულით მეტი აქვს ეს რატომ გავიწყდებათ
ლაშა
08 ივლისი 2022 15:20
0
ყველა გამოხმაურება
გადავრჩით, ესპანეთმა კი არ მოიგო, უკრაინამ წააგო- ბოლო 2 ქულიანს,რაც უკრაინას მოაგებინებდა- დამწყები კალათბურთელი ჩავისუფლად ჩააგდებდა, მაგრამ გ ა გ ვ ი მ ა რ თ ლ ა ...ხო,ბურთების სხვაობასაც ხომ ქონია მნიშვნელობა (?!), მოკლედ- ბაგატსკის აუვარდა თავში და იუზრდელა,თორემ ბურთების სხვაობასაც ქონდა მნიშვნელობა დანაკრებიც იბრძოდა.
ასე რომ, ბიჭებს არც მიუციათ,არც დაუთმიათ,მოგვიგეს სისწრაფეში და მით თანაშიც,ჩვენ ნაკრებს რომ მანამ 2 ამხანსგური გაემართა- შეთამაშებულიყვნენ, ტემპში ჩართულიყვნენ... ,მაშინ უკრაინასთან მოგების შანსი მაღალი გვქონდა!
კახაბერი
08 ივლისი 2022 01:38
16
დათო,არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა ჩვენი თამაში ესპანეთთან და მათი თამაშიც ესპანეთთან.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ მაქსიმალურად მოგებას და საერთოდაც,თამაში ბოლო წამამდეა, ბოლომდე უნდა ითამაშო,ეს ნბას გან გადმოიღეს,სადაც წელიწადში 80 თამაშს თამაშობენ,უფრო მეტსაც და ყოველ დასვენებულ წამს,დიდი ფასი აქვს,არც სხვაობას უყურებს ვინმე და ურთიერთ შეხვედრებს შორის ბალანსსაც არ აძლევენ მნიშვნელობას.ახლაც კი,უკრაინას ჩვენზე ნაკლები მოგება აქვს,მაგრამ მომდევნო თამაშებში ჩვენზე მეტი რომ მოიგოს და ქულებით დაგვეწიოს,იქ უკვე ბურთების სხვაობით გადაგვასწრებს.ჩვენ ამ საფხულს უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ,მაგრამ შემდეგ უკვე განახევრებული შემადგენლობით მოგვიწევს თამაში და შესაძლოა შერმადინი შენგელიაც აღარ გვყავდეს.შენგელიას ცსკასთან ჰქონდა შეთანხმება,მაგრამ ახლა როგორ იქნება?მეეჭვება დაეთანხმონ.შერმადინიც,როგორც თასის მფლობელი,ევროლიგაზე ხომ არ გადავა? არ ვიცი.თუ იქ გადაუშვეს,ესე იგი აღარც მას გამოუშვებენ და საეჭვოა მომდევნო თამაშებში რაიმე ქულები დავამატოთ.ასე რომ მსოფლიოს პირველობაზე გასვლა,ძალიან სამძიმო საქმე მგონია.იქნებ გიო ცინცაძემ აკრიფოს ფორმა და დაგვეხმაროს იმ თამაშებში.იტალიის დამარცხება აუცილებლად გვჭირდება,მაგრამ შევძლებთ?ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ,თუ ჩამოვიდნენ.
სოსო
08 ივლისი 2022 18:42
0
დათო- კ ა რ გ ა დ წაიკითხე ზემოთ რა სმწერია-უკრაინა ესპანელებთან მოგებაზე ა ხ ლ ო ს იყო,მერე წავიდოდა ბურთების სხვაობა...
და მე-2-ე-მეგობარს- უკრაინამ მოგვიგო, მოგვიგო,ხელსამოსაკრავი გუნდი ა რ ყავთ,
სისწრაფეში გვაჯობეს და ესპანეთზეც რომ მოეგოთ-მთლად ცუდად გვექნებოდა საქმე.
შემდეგ ეტაპზე ყველა თამაშში სრული შემსდგენლობა გვჭირდება, თან მანამ 1 ამხანაგური მაინც, თორემ ...
კახაბერი
08 ივლისი 2022 04:12
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული