საქართველოს ნაკრები უნგრეთთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
AUTO PLAY
ქალაქ კეჩკემეტში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მასპინძელ უნგრეთთან 88:89 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, რომ სპარინგებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა, როტაციას მიმართა და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 31:24 მოიგეს, მეორეში 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 42:47 წააგო.

დიდი შესვენების შემდეგ შეცდომებს ორივე გუნდი უშვებდა, მეტოქე ჩვენს ფარზე მოხსნებში უკეთ გამოიყურებოდა, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ (საერთო ჯამში 13 სამიანი ჩააგდეს) და დასკვნითი პერიოდის წინ 7 ქულით გავიდა წინ (67:61). ბოლო მეოთხედის
დასაწყისში მადიარები 9 ქულით გაიჭრენ წინ, მაგრამ ცინცაძის, შენგელიასა და სანაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ უნგრელებმა 1 ქულით იმარჯვეს.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, 6 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე ვუყურე ამ თამაშს. დაცვის გარეშე მოგება შეუძლებელია. გამიხარდა ჯინჭარაძის ზუსტი სამიანები და ცინცაძის დაბრუნება. კარგი იქნებოდა რომ შენგელიას პერიმეტრიდან სროლები დაეხვეწა.
დააT
05 აგვისტო 2022 22:18
1
სროლებში ბევრს, მათ შორის გამოცდილებსაც, მოსამატებელი აქვთ. იმათ რეალიზაციის მხრივ გვაჯობეს და არა იმიტომ, რომ უკეთესი გუნდი ყავდათ. სამწუხაროდ, ცინცაძეს უჭირს ამდენი ხნის შემდეგ. ბევრი როტაცის იყო და ამხანაგურში გამართლებულია. მომდევნო თამაშები ბევრად უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
გიორგი
05 აგვისტო 2022 23:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული