კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
სტატისტუკური მონაცემები არ მაქვს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ მემგონი ჩვენს ნაკრებზე ცუდად სამქულიანებს არცერთი გუნდი ესვრის. არათუ ნაკრები, გუნდი. გუნდი რავი, ბურკინა ფასოს ჩემპიონატში ან მალტის ჩემპიონატში მოთამაშე ქალთა კლუბიც კი უკეთ ისვრის სამქულიანებს. რავი.
იბერია
19 აგვისტო 2022 12:03
0
ცუდად? სულ რამდენი ესროლეს ? უკვე სროლის გადაწყვეტილებაც პრობლემაა
: )))))))
19 აგვისტო 2022 14:59
0
მსროლელის პრობლემა გვაქვსს, თან ბევრი მაღლით ვთამაშობთ, სამამიანზე ვაკეთებთ აქცენტს და ამის გამო 3 ქულიანები ყოველთვის ჩვენი პრობლემაა. მთავარია მეტ-ნაკლებად წარმატებით შევძლოთ ის რომ სხვებს არ ვასროლინოთ ამდენი სუფთა 3 ქულიანი,ანუ კაი დაცვა ვითამაშოთ, რაც ასე თუ ისე პირველ ტაიმში გამოდიოდა. დაალაგებს ზუროსი გუნდს ალბათ, იცის ამ კაცმა დაცვის თამში და მაინც მეიმედება რომ ევროპას კარგად შევხვდებით
SoTa
19 აგვისტო 2022 13:10
0
რა შერცხვენა ხალხო? რა გჭირთ? მე ძალიან მწარედ მახსოვს, ამხანაგურებში რომ იფრინეს, ყველას მოუგეს, მერე? მერე რა იყო, ისიც მახსოვს. შენიშვნები მეც მაქვს, მაგრამ მწვრთნელია თავი და თავი ყველაფრის. ასე რომ...
ლევანი
19 აგვისტო 2022 12:00
0
ვინც ძვირს ამბობთ გუნდსა და მწვრთნელზე, მალე უკან წაიღებთ მაგ სიტყვებს!
zurab
19 აგვისტო 2022 11:34
1
კომენტარები წავიკითხე, ზოგს ეთანხმები და ზოგს არა... ფაქტია, გუნდი, რასაც ვხედავთ, ფიზიკურად მზად არ არის, მაქსიმუმ ,,ერთტაიმიანია''... და არ თამაშობს სწრაფ , თანამედროვე კალათბურთს... ბურთი რომ გვაქვს თითქოს შენელებული კადრი იწყება... მაკ ფადენს ბლოკსაც კი ვერ უყენებენ ხშირ შემთხვევეაში, სულ ფორსმაჟორში ესვრის...თოკო ის აღარ არის, რაც იყო, ტანზეც ეტყობა, მკლავებზეც... შერმადინი? ჯარიმებს 10-დან 10-ივეს აგდებდა ხოლმე... ახლა? გიო რა გჭირს?.. მე არ ვარ ჩემპიონატის წინ ოპტიმისტურად განწყობილი, ნეტა ვცდებოდე....დღეს ფერიცვალობააა, გილოცაავთ ყველას და ჩვენს ნაკრებთს ვუსურვებ პოლონეთთან მაინც ფერი ეცვალოს სასიკეთოთ...
გიორგი 50
19 აგვისტო 2022 11:11
0
კარგი იქნება, კომენტარები იმათ წერონ, ვინც კალათბურთში მცირედით მაინც ერკვევა. უნგრეთთან, ისრაელთან, თურქეთთან მატჩების დროს რომ თითქმის უკონტაქტოდ თამაშობდნენ, არ ნახეთ? ცდილობენ მხოლოდ კომბინაციებზე იმუშაონ და არ იბრძოლონ, რათა ტრავმები აიცილონ. გუშინ მეტ-ნაკლებად კონტაქტურად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველი ტაიმი.
ლევანი
19 აგვისტო 2022 10:50
1
მეორე ტაიმში,ბერძნებმა ბურთი ააჩქარეს და პანტა პუნტით წამოვიდა სამქულიანები,თანაც თავისუფალი პოზიციებიდან.ჩვენც ვესროლეთ რამდენჯერემე,მაგრამ თავისუფალი პოზიციიდან უამრავი ავაცდინეთ.ბურთის გათამაშება ორივე მატჩში პრობლემური იყო და კომბინაციები ძალიან ნაკლებად ვნახეთ.პირველი ტაიმი ვიბრძოლეთ და მეორეში გაჩერდით?არა მგონია ეს ზუროსის გეგმა ყოფილიყოს.პირველ თამაშში ფარქვეშიდანაც თავისუფლად ვუშვებდით,30 წუთი,ახლა მხოლოდ მეორე ტაიმი,მაგრამ სროლის დამალვა რაღაა?ვერ ტოკავენ ბიჭები.ცინცაძე ცხადია,რომ ჯერ შორსაა სასურველი ფორმდან და სათამაშო დრო სჭირდება,მაგრამ დღევანდელი სურათით,ჯერ ძალიან შორსაა ფორმისაგან.ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს.რატი ნიჭიერია,მაგრამ მკვეთრი ინდივიდუალისტი და კომბინაციის გათამაშებაზე მეტად,ფარისაკენ გაჭრას და სროლას ფიქრობს.არ არის ეს ბიჭი ბუნებით მეპასე.გვრჩება მაკფადენი,რომელიც ასე უმწეო,არასოდეს მახსენდება.ხუთიოდე დღეში მსოფლიოს შესარჩევის თამაშები გვეწყება და როგორ უნდა ჩადგეს ასე სწრაფად ფორმაში,ვერ წარმომიდგენია.გამთამაშებლების გარეშე კი,როგორ უნდა გავიმარჯვოთ,არ ვიცი.გასაგებია,ფიქრობთ,საჭირო დროს აფეთქდებიანო,მაგრამ რა გვეტყობა,რომ აფეთქების თავი გვაქვს?აჩქარებულ ტემპზე,გუნდი მთლიანად იშლება და სახეს კარგავს.ეს ნამდვილად არ არის ის,რისი ნახვაც,შესარჩევის თამაშებზე გვჭირდება.თუ უკანა ხაზი არ ამუშავდა,ყველაფერს წავაგებთ.
სოსო
19 აგვისტო 2022 14:30
0
საკონტროლო თამაშში 4 სათადარიგო არ განოიყენა, ბექაურმა ესპანეთთან რომ კარგად ითამაშა 5წუთი მაინც ათამაშოს.
მმ
19 აგვისტო 2022 08:34
1
romeli bekauri sajarimoebs rom ver agdebs?
duscatto
19 აგვისტო 2022 21:13
0
მემგონი ზუროსმა ამოწურა თავისი, მალე უნდა წავიდეს, ახალი მწვრთნელი ახალ სისხლს შემატებს. თუ არადა ვნახავთ რომ ზუროსი მაგარი ყოფილა და ისევ დავუძახოთ ერთ-ორ წელში.
გიორგი
19 აგვისტო 2022 02:46
22
სუსტი ნაკრები გვყავს რა , ეხ რა გუნდი გვყავდა 7-8 წლის წინ, მაშინ რომ თოკო და შერმადინი ეხლანდელი დონის ყოფილიყვნენ ყველას დავანგრევდით ევროპაში.
გიორგი
19 აგვისტო 2022 02:44
9
ალბათ ესპანეთიდან მოგების მერე გუნდი ემოციებით ისე დაიცალა-დაიქანცა რომ ფიზიკურად-აც დასუსტდა(?!),
ბიჭები კალათში ვ ე რ აგდებენ,3-ენს-კი არა- საჯარიმოეს-აც და- ზუროსი ჯადოქარი არ არის ბურთს ჰაერში შეუბეროს და კალათისაკენ გაუშვას,
ვფიქრობ ზუროს-ს ერთადერთი მიზანი გააჩნია -ბიჭებს დ ა ა ვ ი წ ყ ო ს ესპანეთთან თამაში, დაასვენეს ფიზიკურად,ემოციურად,
გააუმჯობესოს დაცვაში თამაში, განუმტკიცოს თვითრწმენა- განწყობა- აღტკინება ყ ვ ე ლ ა გუნდთან მოგებაზე თამაშისთვის...და- თუ ამას შეასრულებს- შედეგი დადგება,აქვე დიდი იმედი მაქვს ბითაძე.

არსებულ.ვითარებაში -ფაქტიურად თამაშობს მარტო შენგელია-შერმადინი,
მამუკელაშვილი ა რ არის მყარი,მაკდაფენი აღარ არის ჩამგდები, ბურჯანაძე სანაკრებოც აღარ არის,ცინცაძე ფორმისაგან ჯერ კიდევ შორსაა,
სანაძემ მოუკლო, დანარჩენები ა რ არიან თვითდარწმუნებულები,რაც მოედანზე აშკარად ჩანს...
ანდრონიკაშვილს მეტი თამამად თამაშის უფლება უნდა მისცენ,
მოკლედ- ამ გუნდს ჭირდება 2 კარგი მსროლელი და კიდევ 2 სწრაფი ფორვარდი.
ბითაძით შეიძლება ფარზე ყველა გუნდთან ლიდერი ვიყოთ, მაგრამ 3 ქულიანების მსროლელი გვჭირდება -მაკდაფენმა, სანაძემ და ანდრონიკაშვილის თუ გააუმჯობესეს (3-ემ ყოველ თამაშში- 10-12-3 ქულიანი მაინც უნდა ჩააგდოს), მამუკელაშვილმა,ბექაურმა,ან ბურჯანაძემ თუ საშუალო დონეზე მაინც ფორვარდის ფუნქციები შეასრულა და სწრაფი თამაშით 20 ქულას მაინც თუ გააკეთებენ, დანარჩენს შენგელია- შერმადინი - ბითაძე გააკეთებს და შედეგი დ ა ი დ ე ბ ა.
კახაბერი
19 აგვისტო 2022 01:25
1
რაღადროს ესპანეთთან თამაშია,ზღაპარია ეგ ყველაფერი.სავარაუდოდ არ ყოფილხართ არასოდეს პროფესიონალური სპორტით დაკავებული.ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ესპანეთთან გამარჯვებას ვიდრე ის თამაშები რაც წინ გველოდება, ბიჭები პროფესიონალები არიან,ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს შესარჩევი გვაქვს წინ,ეს კი მოსამაზადებელი პერიოდია,სადაც არც კუნთი არც ფსიქოლოგია და არც ტაქტიკა არ არის იდეალურთან ახლოსაც,ერთერთი ყველაზე ბოლო პლანზე დგას მატჩის შედეგი,მე დარწმუნებული ვარ ეტაპობრივად მოუმატებს გუნდი,დღეს პოლონეთს მოვუგებთ,რათა შეკრების ბოლო თამაშის მოგებით გამარჯვებულის ფსიქოლოგია შევიქმნათ,შემდეგ ჰოლანდიას მივაყოლებთ და იტალიასთანაც დარწმუნებული ვარ მაქსიმალურს გააკეთებენ ბიჭები,შემდეგ უკვე ევროპა იწყება და პიკში იქნებიან.წამატებები საქართველოს!!!
კახაბერს
19 აგვისტო 2022 11:39
1
10-12 სამქულიანი თითომ? ყოველ თამაშში? აუფ :) ;) :)
გავედით ორბიტაზე ???
სიმართლე
19 აგვისტო 2022 10:37
1
პირველი მეოთხედი მოვუგეთ თურქებსაც და ბერძნებსაც, მერე რაც მოხდა კი ვიცით. თამაშს სულ როარ შეხედო ისედაც ზედაპირზე ჩანს პრობლემა , სათადარიგო სკამი არ გვყავს. საგადარიგო სკამი იმიტომ არ გვყავს, რომ ეროვნული ჩემპიონატი არ გვაქვს, ეროვნული ჩემპიონატი იმიტომ არ გვაქვს რომ ფედერაციაში არჩევნებით დაწყებული და მერე საქმიანობით გაგრძელებული ჯიგრულ ქართულ პონტში ხდება. 4 მილონიან ქვეყანას ენბიაში 10 წარმომადგენელი ვერ გვეყოლება ასე რომ სანამ ეროვნული ჩემპონატი რაღაცას არ დაემსგავსება გაგვიჭირდება ძლიერი ნაკრების შექმნა. პ.ს. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვიასპარრზებთ, წარმატებები ნაკრებს!
ლაშა
19 აგვისტო 2022 01:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული