მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან 67:80 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა:

"სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ ყველამ ვიბრძოლეთ, 100%-ით დავიხარჯეთ. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც გამოსწორებადია. მე მჯერა ჩემი გუნდელების, რომ ამას გავაკეთებთ. ყველას ერთმანეთის გვჯერა. ერთად ვართ, შეკრული გუნდი ვართ და მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ, რაც ამ ტურნირზე უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, დავმაცხდით და კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გუნდს თანდათან უკეთესად ვეწყობი, ვცდილობ ვიპოვო ის ადგილები, სადაც შემიძლია შენგელიას და შერმადინს დავეხმარო და
ვიბრძოლო ფარზე.

იანის ანტეტოკუნმპო რომ არ ითამაშებდა ვიცოდი. ორი დღის წინ მითხრა, რომ დაისვენებდა. ვნახე მატჩის შემდეგ და კარგის მეტი არაფერი არ უთქვამს. მითხრა, რომ ძალიან მგულშემატკივრობს და ამაყობს ჩემი წინსვლით, ხედავს რამდენს ვარჯიშობს და ფიქრობს, რომ წელს რა როლი მექნება მასთან ერთად, რათა "მილუოკიში" მთელმა გუნდმა უკეთ ვითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სანდრო გაცილებით უკეთესი იყო,მაგრამ ძალიან ნელა ვთამაშობთ,ძალიან ცუდად ვისვრით და ასევე ძალიან ცუდად ვათამაშებთ ბურთს.აშკარაა რომ დღევანდელი მომზადების დონით,ძალიან ჩამოვრჩებით სხვა გუნდებს.თუ მსოფლიოს შესარჩევის მატჩები,ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას შესწირეს,მაშინ გასაგებია.
სოსო
14:46 19-08-2022
0
კალათბურთის ფედერაციია პრეზიდენტივინ არის ხალხნო გაქსოვთ? დანიშვნია შემდეგ იმალება და რა ხდება? სადმე, რამე მაინც ხომ უნდა თქვას ან გააკეთოს? ვიკტრ სანიკიძე, რამე ქენი
Fani
13:30 19-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული