პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთს ამარცხებს

AutoSharing Option
აკროპოლისის თასის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთს 41:40 ამარცხებს.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა
23:22 მოიგო. შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, თუმცა პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუშვით მაკფადენი დაუძახეთ დიქსონს, სხვის მოძებნას აზრი არ ააქ ეგ შეთამაშებულია ასე თუ ისე.
რრრ
21:04 19-08-2022
0
ამარცხებენ არა?ბოლოს ვნახოთ.ყომარბაზები
ჯელა
20:54 19-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული