აკროპოლისის თასზე პოლონეთთან 76:87 დამარცხების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.
ზუროსის თქმით, ეს ტურნირი მოზამზადებელი ეტაპი იყო, ახლა ოფიციალურ მატჩებზე გადაერთვებიან, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდზე, მერე ევრობასკეტზე, თავისი კალათბურთელების სჯერა, რომ ერთად დიდ საქმეებს გააკეთებენ, ამისათვის პოზიტივის შენარჩუნებაა აუცილებელი, დეტალებზე მეტს იმუშავებენ, თანდათან აუმჯობესებენ ტაქტიკურ მონახაზს, ყველაფერი რთული გახლდათ, ვინაიდან ექსპერიმენტებს მიმართეს - ითამაშეს მაღლებით, დაბლებით, დაცვის სხვადასხვა სისტემით და 24 აგვისტოს სავსე დარბაზს ელიან.
ასე ხდება და მიტო ვართ ასეთ დღეში...არ დაბლოკოთ გთხოვთ
ვითომ იმიტომ და ამიტომ, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ნაკრებს ზედიზედ ამდენი წაგება არ ეპატიება. თუ რამეს მალავ (ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს!) მაშინ ახალგაზრდები ათამაშე, რომლებიც მორალურად ნადგურდებიან როცა ტურნირზე მიგყავს და იქ არ ათამაშებ. მარტო ჩემოდნებს ატარებენ წინ და უკან. ამით საქმით ეუბნები რომ "არაფრის მაქნისი" ხარ. ასეა ეს სპორტში.
ასეთი პოზით თავისუფლების მოედანზე იდგა "პროლეტერიატის იუდა ბელადი" და კი იცით, რომ ახლა თავისუფლების მოედნის მაგივრად არის იქ, სადაც უნდა იყოს! მსგავსი სიტყვების კომბინაცია ზუროსმაც წარმოთქვა.
შენგელია, მამუკელაშვილი, ბურჯანაძე
სანაძე, ჟინჭარაძე, ბოქოლშვილი
მაჯფადენი, ანდრონიკაშვილი, ცინცაძე,
ამათ წაიყვანს. აქედან 9-10 კაცს ათამაშებს ძირითადად და ეს ნორმალურია