კარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით
თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.

ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.

ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეე,შენგელია ძალიან დიდი დანაკლისია,ძალიან... თორნიკეს ლიდერის ფუნქცია,თამაშის საკუთარ თავზე აღება- ინდივიდუალური გაჭრებით,ბითაძემ უნდა შეასრულოს, მაგრამ როგორ შეასრულებს-ეს არის საკითხია !
კახაბერი
25 აგვისტო 2022 02:45
0
მამუუუ, ახლა შენი დროა, ამ ნაკრების ლიდერი უნდა გახდე, ყველაფერ ცუდს, რაღაც კარგიც ახლავს, თოკოს გარეშე ნაკრები ვერ წარმომიდგენია, მაგრამ რეალობა ესა გვაქვს დღეს, ჰოდა ამ რეალობაში უნდა გაიბრწყინო სანდრიკ, ძმაო!!!.......
25 აგვისტო 2022 11:25
1
აქამდე თუ იყო რაღაც შანსი ჯგუფიდან გასვლის შენგელიას გარეშე შანსი მინიმუმამდე დაეცა. ერთადეღთი თუ მა.უკელაშვილი საკუთარ თავს აჯობოს და ნბას დონის ხარისსხი აჩვენოს და გუნდს გაუძღვეს.
კახა
25 აგვისტო 2022 07:40
4
თოკოს და ყველას!!!!! ამ ქვეყანას წარმატებები!!! ამ თამაშით თოკოსთან თუ მის გარეშე შორს ვერ წავალთ, სამწუხაროდ!!!
SOS
24 აგვისტო 2022 21:33
1
შენგელიას უბრალოდ შანსი არააქვს ევრობასკეტზე თამაშის. ყველაკარგ ვარიანტში 2 თვეში დაბრუნდეს. რატოო ხდება სულ ესეეე რატოოოო
ქართველი
24 აგვისტო 2022 21:18
6
თოკოს გარეშე ჯგუფიდანაც ვერ გავალთ
ვახო
24 აგვისტო 2022 21:17
4
ერთი შეხედვით, რაც შორიდან ჩანდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობას გავდა. მინდა ვცდებოდე - მალე გამოჯანმრთელება თოკო!
დათა თუთაშხია
24 აგვისტო 2022 21:10
0
საერთოდ არ ეტყობათ არც ნბეობა და არც მვპიობა არცერთს.
ზურაბ
24 აგვისტო 2022 23:08
16
შენგელიას ტრამვა იმას გავს კვარაცხელიამ რომ ვერ ითამაშა ჩრდილოეთ მაკედონიასთან!
ვუსურვოთ თოკოს მალე გამოჯანმრთელობა!

თემური
24 აგვისტო 2022 23:07
19
ბოლო ინფორმაციით საოპერაციოა. ევრობასკეტი გამორიცხულია.
Tornike
24 აგვისტო 2022 21:43
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული