ზუროსი: იტალიაშიც მოსაგებად მივდივართ - გამარჯვებას ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების 77:66 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია.

სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ უტოპიური არა, ამ შემადგენლობით 1 თამაშში თუ გადაახტებიან საკუთარ თავს ჩვენი ბიჭები და თან მაკფადენს თამაში უნდა წაუვიდეს როგორც სერბეთთან მაშინ შეიძლება მოვუგოთ მაგ ისლანდიას, ესეც იმ შემთხვევაში თუ სამიანებს არ ვასროლინებთ....ესაა მწარე რეალობა და დაეშვით ზუროსთან ერთად მიწაზე, ისე ახალგაზრდულების (16.18 და 20 წლიანები) ფიასკომ და ჩვენი ნაკრების არათანამედროვე თამაშის სტილმა არ გაგიჩინათ აზრი სამწვრთნელო შტაბის ცვლილების აუცილებლობაზე?!...პერიმეტრიდან სროლა ქარტული კალათბურთის აქილევსის ქუსლი იყო და რჩება, კალათბურთელი კვარაცხელია გვჭირდება...
გუსანი
25 აგვისტო 2022 19:31
1
კალათბურთელი კვარაცხელია გვყავს უკვე თანაც ერთი კიარა,,ბითაძე და მამუკელაშვილი NBA თამაშობენ უმაღლეს დონეს კალათბურთში და რაღაც არ მგონია ვინმეზე ნაკლებები იყვნენ,,რა თქმა უნდა ცუდია თოკოს ტრამვა ის კაპიტანი და ლიდერია მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ ასე რომ ვენდოთ და დავაფასოთ ის ბიჭები რომლებიც მზად არიან საბრძოლველად,,მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და თოკოს გარეშე თოკოსთვის ვიზავთ რამეს,,წარმატებები ბიჭებს
გელა
26 აგვისტო 2022 11:07
0
შეიძლება გიჟად შემრაცხოთ ახლა რასაც დავწერ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ თოკოს არ ყოფნაში, სხვა მოთამაშემ აიღოს ლიდერობა და ეს უფრო გამოადგეს გუნდს. რადგან როცა თოკო თამაშობდა, გუნდი მთლიანად მასზე იყო აწყობილი. თავის დროზე, იბრაჰიმოვიჩს ამის გამო აღარ იძახებხნენ ნაკრებში, რომ გუნდი მთლიანად მასზე დამოკიდებული ხდებოდა. ამიტომ, იქნებ კარგად გაიაზრონ ლიდერის დანაკლისი ბიჭებმა და გაასმაგებული მონდომებით ითამაშონ. ვნახოთ, იტალიასთან გამოჩნდება ყველაფერი
ზიგმუნდ ფროიდი
25 აგვისტო 2022 16:35
1
ნეტარ არიან მორწმუნენი?....
გუსანი
25 აგვისტო 2022 19:22
1
თუ მამუ და გოგა თავიანთ მაქსიმუმზე გავლენ, ბურჟჯანაძეც მეტად მონდომებული იქნება ეგებ დავძლიოთ ეგ უდიდესი დანაკლისი. გუშინ მაკფადენის ბოლოსკენ გამოცოცხლებამ ციტა იმედები აღმიძრა.
რრრ
25 აგვისტო 2022 14:42
0
ქართველ "ურა პაწრიოტებს" გაუსწორდათ ალბათ თოკოს ამბავი. რა დამავიწყებს, თუ რა დღეს აყრიდნენ, როგორ ლანძღავდნენ და ქვეყნის მოღალატედაც კი შერაცხეს თოკო (სირცხვილი თქვენ!) რუსეთში გადასულზე ცუდი სიტყვაც, არც კი დამცდენია, თუნდაც იმიტომ, რომ უდიდესი კალათბურთელია! სხვისი არ ვიცი და ძალიან დამწყვიტა გული ამ ცუდმა ამბავმა, თანაც რა დროს?! რაღა დაგვრჩენია, ვუსურვოთ თოკოს: გამოჯამრთელება და მალე დაბრუნება სათამაშო პარკეტზე!!!!!!!
გია
25 აგვისტო 2022 14:01
6
ტრამვისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა ბოლო პერიოდში თოკოს რომ ვუყურებდი, ფსიქოლოგიურად გადაღლილი მეჩვენებოდა და სულ იმის სურვილი მიჩნდებოდა, ცოტა მეტი დაასვენონ-თქო. ამხანაგურ თამაშებში შედეგი არ იყო გადამწყვეტი, ეს ითქვა კიდეც. ამიტომ 30 წუთს მინიმუმ რომ ატარებდა მოედანზე ზედიზედ, ბევრი იყო. ზოგიერთ მომენტში კოორდინაციის დარღვევით ბურთის დაკარგვისას იგრძნობოდა, რომ იმ მომენტში კონცენტრაცია ჭირდა გადაღლილობის გამო...
ძალიან მზიმე დანაკლისია ასეთი ტურნირების წინ. ძალიან დასანანია მისთვისაც და მთელი გუნდისთვისაც. ერთადერთი ნაწილობრივი კომპენსაციაა ისაა, რომ სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ ლიდერის ფუნქციას შეეჩვივნონ...
მალე გამოჯანმრთელება თოკოს და ჩვენ ბიჭებს საჭირო შემართება და იღბალი!
გიორგი
25 აგვისტო 2022 10:43
1
სადაა სამართალი, კაცი რომელიც სულს და გულს დებს გუნდისთვის, ქვეყნისთვის და წინ ელოდება კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩები,ასეთ დროს უწყინარ სიტუაციაში იმტვრევა, ეს ხომ საცოდაოებაა, მაგრამ იმედი მაქვს ბიჭები არ შეარცხვენენ კაპიტანს და გაასმაგებული ძალით ითამაშებენ
Nukri
25 აგვისტო 2022 09:56
0
სამწუხაროა თოკოს ასე დაკარგვა შემთხვევითი შეჯახებით. ვუსურვოთ დროულად მწყობრში ჩადგომა. მამუს უნდა მიეცეს თავისუფლად თამაშის უფლება და თავისუფლად შეცვლის თოკოს და ბევრს კიდევ. თუ არ გაქვთ მისი ან კოლეჯის თამაშები ნანახი ან ბაკსში რაც მიეცა საშუალება ნუ იკამათებთ. მას ბევრად უფრო მეტი შუძლია საუცხოოდ ფლობს ბურთს, არის ფეთქებადი ფართან, ძალიან კარგად ესვრის 3 ქულიანებს და მოედანსაც არაჩვეულებრივად ხედავს.
simartle
25 აგვისტო 2022 03:45
0
მეც ეგ მიკვირს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ამართლებს იმედებს...
გუსანი
25 აგვისტო 2022 19:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული