ორი ცენტრით?! - შენგელიას გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრების კონტურები

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულწილად, გაფერმკრთალდა. მაშინ, როცა ჩვენს გუნდს ყველაფერი კარგად მისდიოდა, დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და მეტოქეს შანსს აღარ უტოვებდა, გუნდის კაპიტანმა და ნამდვილმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო.

თბილისში ჩასატარებელ ევროპირველობამდე რამდენიმე დღე დარჩა. გვახსოვს, 2011 წელს, საქართველოსთვის სადებიუტო კონტინენტის ჩემპიონატზე, მაშინდელი გუნდის ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმა რომ მიიღო. ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ის პრობლემაა, რომელიც თითქოს მუ
დამ თან გვდევს...

Sportall.Ge

ხელების ჩამოშვების დრო არაა და ეს ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა და ბიჭებმა ყველაზე უკეთ იციან. თორნიკე შენგელიას როლზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ტრავმამდე მან ნიდერლანდებთანაც "იფრინა". მეტოქეს ჩვენი შეჩერება ყველაზე მეტად სამწამიან ზონაში უჭირს და აქ თოკოს თითოეულ მოძრაობასა და გადაწყვეტილების მიღებას დიდი ფასი ჰქონდა. ილიას ზუროსს ალტერნატივების მოძიება სწრაფად დასჭირდება. გუნდში ბექა ბურჯანაძეა, რომელიც ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. მეტ დროს მიიღებს მერაბ ბოქოლიშვილიც. როცა მას ნდობა ჰქონდა, უკეთაც  გამოიყურებოდა. ნაკრებს მიხეილ ბერიშვილიც დაუბრუნდა.

შესაძლოა, ზუროსის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2 ცენტრით თამაში იყოს. ნიდერლანდებთან მშვენიერი გოგა ბითაძე ვნახეთ - ის მოხსნებში დამაჯერებელია. გოგა დისციპლინირებული და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც მშვენივრად ისვრის. ბითაძე თანაგუნდელებს მეტოქის ფარისკენ მისასვლელ გზებს კარგად უხსნიდა, მათი ცენტრი 3-წამიანი ზონიდან ამოჰყავდა. უკანასკნელ მატჩში გოგას თითქოს ცოტა დრო უნდა მისცემოდა, თუმცა თავისი საუკეთესო თვისებები ტრავმიდან ახლად მომჯობინებულმაც გამოავლინა, რის გამოც გიორგი შერმადინი, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს, სათადარიგოთა სკამზე საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა. შენგელიას არყოფნაში ორივე ამ მოთამაშის ერთდროულად გამოყენება ის ბონუსია, რითაც სარგებლობა ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას თავისი რისკები ახლავს, მეტოქეები პერიმეტრიდან უფრო გაგვითამამდებიან.

ვნახეთ, სანდრო მამუკელაშვილიც გუნდს უფრო და უფრო ეწყობა. ნიდერლანდებთან მან ბითაძისგან ბრწყინვალე პასი მიიღო. შეთამაშება ეტაპობრივად, მაღალ დონეს მიაღწევს და იტალიასთან შეხვედრის გამოყენება ევროპის ჩემპიონატისთვის დასახვეწადაც შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი ბრძოლები მაინც უფრო ისლანდიასთან გველის.

Sportall.Ge

ძალიან სასიამოვნო იყო, როცა გადამწყვეტ მომენტებში მაკფადენმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ორი 3-ქულიანი ჩააგდო. ამ კომპონენტზე სამუშაოა და დუდა სანაძისგან უფრო მეტს ველით. რატი ანდრონიკაშვილი თავისი ჩაჭრებით, ბურთის მოპოვებითა და შეტევების გამწვავებით ისევ გვახარებს, დაცვაში საკმაოდ აგრესიული კახა ჯინჭარაძის თამაში. ნიდერლანდებთან საკუთარი ფარი რამდენჯერმე წავაგეთ და ეს მიმართულება პრობლემური აღარ უნდა გვქონდეს. გიორგი ცინცაძის გამოცდილებამ ასეთ დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

შენგელიას არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა თოკოსთვის თამაში მუხტის მომცემი უნდა იყოს. მეტოქეებს უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია და ის, რომ ლიდერის დანაკლისის მიუხედავად, ისევ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ!

altცუდი ამბავი: თორნიკე შენგელია საოპერაციოა

altკარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
გილოცავთ გუშინდელ გამსარჯვებას!!! შენგელიასთან ერთად საქართველოს ნაკრები "ევრობასკეტის" პრიზიორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. სამწუხაროდ, თოკოს ტრამვამ ეს სტატუსი წაგვართვა... თამაშის გადაწყობა ძნელი იქნება. იმედია, იმას მაინც შევძლებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ...
tngh
25 აგვისტო 2022 14:57
0
ცინცაძის და ბურჯანაძის ადგილი პარკეტზე არ უნდა იყოს
BOSS
25 აგვისტო 2022 15:51
9
სანდროზეა ბევრი რამ დამოკიდებული. წესით უნდა გაიბრწყინოს
Guram
25 აგვისტო 2022 19:15
1
ბურჯანაძე რა პონტში თამაშობს ესპანეთში ვერ ვხვდები...ნუ ნაკრებში "თამაშზე" აღარაფერს ვამბობ.თოკოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ..
ზესტაფდონი
25 აგვისტო 2022 16:26
8
ამ სტატიიდან და კომენტერებიდანაც ჩანს რომ რეალობას მოწყვეტილები ვართ, ღრუბლებში დაფრინავთ, რისი რპრიზიორი, რისი ჯგუფიდაბ გასვლა? პრიმეტრიდან ბურთს ვერ ვაგდებთ, რამდენ თამაშს მოიგებს მაკფადენი? ქართველებს დაგვინათესავდა, ხასიათის მოთამაშეა, არც მანამდე დაიკვეხნიდა სტაბილურობით. ამ ნაკრებით, ასეთი ჩამორჩენილი სათამაშო კლასით მსოფლიოზე რა გვესაქმება? ან ევროპაზე ჯგუფიდან როგორ უნდა გავიდეთ, თან თოკოს გარეშე? დაფიქრდით, კი გოგა, სანდრო, ტედი, არასტაბილური რატი, და ჰუერტასის გარეშე შერმადინი-რამდენი უნდა გაქაჩონ? ჰა-ჰა 2 თამაში. რისი სანაძე, ბურჯანაძე, რისი ბოქოლიშვილი/ბერიშვილი, აი ჯინჭარაძე მონდომებული და მოძრავია, მაგრამ სათამაშო ინტელექტი? ვაი/უი...სხვებს ცოტა ვითომ მეტი აქვთ, მაგრამ რად გინდა სხვა რამეები არ აქვთ.... თოკოს და პერიმეტრიდან სროლის გარეშე ვის უნდა მოვუგოთ, სომხები და აზერბაიჯანელები არ არიან ჯგუფში...
გუსანი
25 აგვისტო 2022 19:20
21
არავინაა რეალობას მოწყვეტილი ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი არავინ იცის რა, როგორ დალაგდება, სხთაშორის 1980 წელს როცა დინამოდან მისი კაპიტანი სული და გული მანუჩარ მაჩაიძე წავიდა და მის ადგილას ზაურ სვანაძე დადგა, რომლის ხსენებაც კი უხერხულია(როგორც ფეხბურთელის პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია) მანუჩარის გვერდით სწორედ მაშინ მოიგო დინამომ ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტული ასე, რომ არავინ აცის რა მოხდება.
რრრ
25 აგვისტო 2022 22:29
0
არა მარტო ჩვენს ფარზე მოხსნები არ გვაქვს კარგი, ასევე უნდა ვითამაშოთ მეტოქის ფარზე მოხსნებითაც. ამის საშულებები გვაქვს და ეს დიდი რეზერვი უნდა ავითვისოთ. ეს იმ დროს როცა სამქულიანების სიზუსტე 50%-ზე მეტი არ გვაქვს. პერიმეტრიდან სროლისას ყველა საკუთარ ფარისკენ არ უნდა გაიქცეს, ვისაც აქვს მაღალი ნახტომი ან მაღალია უნდა დარჩეს შესძლო ბურთის მოსახსნელად. სასიხარულოა, რომ ამის გაკეთების მცდელობა დაიწყო მამუკელაშვილმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ეპიზოდური და შემთხვევითი. წარმატებები ბიჭებს ევროპაზე და მსოფლიოს შესარჩევზე და მალე გამოჯანმრთველება ჩვენს გულიან კაპიტან თორნიკეს.
გიზოგ
25 აგვისტო 2022 17:44
0
ბატონო ჩემო, სამქულიანების სიზუსტე 50%-ზე მეტი არა აქვს დედამიწაზე არც ერთ გუნდს და არც ერთ ეროვნულ ნაკრებს,ნეტა 30% გეთქვა...
"ობიექტური შემფასებელი"
26 აგვისტო 2022 11:34
0
მაზგაჩ შენ იცი რომ 37% უკვე ნორმალურ სტატისტიკად ითვლება სამიანის .რა 50% ღადაობ? 38-40% ინატრე
Degraf
26 აგვისტო 2022 00:50
0
ყველა გამოხმაურება
რაღა დროის ცინცაძეა ნაკრებში, თვითონ არ რცხვენია მაინც? ერთი დვალიშვილს ვერ შეელიენ ფეხბურთში, მასაც ვიღაცამ უყიდა ალბათ ადგილი ნაკრებში და აქ ცინცაძეა საკალათბურთო ნაკრებში. კი ბატონო, თავის დროზე თამაშობდა, ხალხსაც უყვარდა და აფასებდა, არ აჯობებს რომ ასე კარგ ნოტაზე დაასრულოს სანაკრებო კარიეეა? თვითონ ხომ ჩვენზე უკეთესად ხედავს ამას....
ტარიელი
25 აგვისტო 2022 16:12
13
კარგი იქნებოდა არ მომხდარიყო მაგრამ რეალობას ვერ შევცვლით.ეს რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო,გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა.ეხლა გვაქვს დრო რომ გადავეწყოთ.ახალი შემადგენლობა და ტაქტიკა დავაყენოთ.მე პირადად პესიმიზმს წარმოუდგენელი ოპტიმიზმი მირჩევნია.ჩვენ თქვენი გვჯერა.წარმატებები
Georgian
25 აგვისტო 2022 23:51
1
ერთადერთი შანსი დაგვრჩა-ფარის მოგება- დაპყრობაზე თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან,ე.ი.2 ცენტრით,3-ნების არ ჩავარდნის მოხსნა-დამატებაზე ჩაგდება, მასზე მომზადება-მუშაობა, აქვე-3-ნებში ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძის ნაცვლად უნდა გამოვცადოთ ბერიშვილი,ბოქოლიშვილი,თუ უკანა ხაზი-8-9-3-ნს მაინც ჩააგდენს (მაკდაფენი,ანდრონიკაშვილი+ რომელიმე უკანა ხაზელით)- მოგების შანსი ყველა გუნდთან გვაქვს...
კახაბერი
25 აგვისტო 2022 16:13
2
სამიანებს ნბა ზაფხულის თამაშებზე მშვენივრად ყრიდა სანდრო აქ რაღაც არ გამოდის, იმედია გაეხსნება, ერთი ორი სამიანი გოგასაც შეუძლია.
რრრ
25 აგვისტო 2022 18:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული