"თოკო, ძალიან გვიყვარხარ" - ამ მატჩს შენთვის ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება. ქალაქ ბრეშას დარბაზი სახელწოდებით Pallaleonessa 5000 მაყურებელს იტევს და როგორც აქაურები ამბობენ, ის სავსე იქნება. თამაშზე დასასწრებად ბოლონიიდან მოდის ეროვნული ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ჩვენს სათადარიგოთა სკამზე იქნება და ბიჭებს გაამხნევებს. რომიდან მოდის საქართველოს ელჩი იტალიაში კოსტანტინე სურგულაძე, ასევე საელჩოს თანამშრომლები, რომლებიც ქართველ ჟურნალისტებთან და ემიგრანტებთან ერთად ჩვენს ნაკრებს გაამხნევებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1 ცვლილების გარდა იგივეა, რაც ნიდერლანდებთან იყო. ავადსახსენებელი ტრავმის გამო მოედანს ჩამოშორებული თორნიკე შენგელიას ნაცვლად 12-კაციან განაცხადში მიხეილ
ბერიშვილი ჩაჯდა, რომელიც ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმაში ჩადგა და მზადაა, საქართველოს ნაკრებს იტალიასთან მატჩში დაეხმაროს.

საქართველოს ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ილიას ზუროსმა გუნდის წევრები თითქმის ყველა კომპონენტში ავარჯიშა. მოედანზე შესვლამდე ჩვენი გუნდი Pallaleonessa-ში მდებარე სატრენაჟორო დარბაზში დაკავდა, რის შემდეგაც მოთელვები შეასრულა, ფარში ესროლა, კომბინაციები დაამუშავა და მთელს მოედანზე კალათბურთი ითამაშა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება და მას თბილისის დროით 22:30 საათიდან პირდაპირ ეთერში გადმოსცემს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული