ზუროსი: ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად იტალიასთან 84:91 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში მეტოქეს გამარჯვება მიულოცა:

"მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ჩემი გუნდით ამაყი ვარ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კაპიტნის გარეშე დავრჩით. ზაფხულში სხვანაირად ვთამაშობდით, ახლა კი გადაწყობა მოგვიწია და რაღაცების გამოსწორება გვჭირდება.

ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში წასვლაა, ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ.

ცინცაძემ მძიმე ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად ბევრი იშრომა, ძალიან დიდი ხანია ნაკრებშია
და კარგი კალათბურთელია. ანდრონიკაშვილი ახალგაზრდა და ნიჭიერია".

მკითხველის კომენტარები / 23 /
რამდენი კალათბურთის უცოდინარი აკომენტარებს. 75-80 პროცენტი სამიანებიო ამ მოფიქრება არ გინდა.დდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
13:29 29-08-2022
2
სასწრაფოდ მარსელინიო უერტასის ნატურალიზებაზე იმუშავეთ ფედერაცია,დადეთ ჩადეთ მიეცით ყველაფერი და ეგ ბიჭი გადმოიბირეთ.შედეგს ეგრევე ნახავთ... შერლოკ და ეგ თვალდახუჭული უგებენ მოედანზე ერთმანეთს.მოკლედ მაგარი იქნება....
გულშემატკივარი
19:35 28-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული