ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.
მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12 ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.
მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.
ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.
ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.
საერთოდ საქართველოში სპორტი რა დონეზეა?გვყავს კი იმდენად ერუდირებული მწვრთნელები, რომ ახალგაზრდა თაობა გაზარდონ? ეს არა მარტო კალათბურთს ეხება, იგივეა თითქმის ყველა სახეობაში.ახალგაზრდობას კი უნდა რომ სპორტს გაყვეს? ეს ხომ რთული და ხშირად დაუფასებელი გზაა.უველაფერი უნდა მოიკლო, უნდა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მას დაუთმო და შედეგად...? ქვეყანაში სადაც ლავას ოღლი და შაქრო მალადოი უფრო პოპულარულები და ფინანსურად უფრო მძიმეწონოსანი არიან ვიდრე სპორტსმენი თუ მეცნიერი,რას ელით? ზუროსი დაალაგებს ამას ყველაფერს?
PS. კომენტატორებს ვინმემ უთხრას იქნებ ყოველ წამს ღაღადი ღმერთო გვიშველე, ღმერთო დაგვიფარე არ არის ლამაზი, რატომ გვაქვს ქართველებს ეს ცუდი ჩვევა რომ ვავალდებულებთ ღმერთს მარტო ჩვენ დაგვიფაროს. იმდენად ხშირად ახსენებდნენ ყურადღება მიმექცა ძქლაუნებურად.
ფიზიკურად სუსტები ყველა წაქცევაზე ილეწებიან, სამქულიანებში სუსტები, ფარზე მოხსნაში სუსტები.
შერმადინი ძალიან ცუდ ფორმაშია
სანაძე და ბურჯანაძე კარგ ფორმაში ბოლოს როდის იყვნენ?
ანდრონიკაშვილი გაუბედავი მშიშარა, ესპანეთთან თამაშის მერე ამას არ ველოდი.
მაკფადენმა მხოლოდ მეორე ტაიმში გაიღვიძა
ბითაძემ მესამე პერიოდში რომ აიწყვიტა მაშინ დაასვენა ზუროსმა.
თუ ბითაძის ტრამვა სერიოზულია მე აღარ მივალ დარჩენილ თამაშებზე, მე შუშის სპორტსმენებს არ ვგულშემატკივრობროგორც ჩანს შენგელიას კუნთები დეკორაციაა.
წავაგებთ ესპანეთთანაც, მოვუგებთ თურქეთს, მონტენეგროს და თუ საჭირო და აუცილებელი იყო ბულგარეთსაც და მერვედფინალში ბოსნიას დავეჯახებით და გავივლით მასაც!
წნეხი.
შერმადინის უმოქმედობა.
ანდრონიკაშვილის დონის მოყვარულის ყოლა ნაკრებში.
თოკოს არ ყოლა.
ცინცაძის ასაკი.
ბურჯანაძე, სანაძის ნდობა.
ბითაძის ყოლა უმოქმედოდ ამერიკაში.
მამუკელაშვილის არასაკმარისი გამოცდილება.
არაგუნდურობა, მწვრთელის ბრალია რომ პერიმეტრზე ვერ ათამაშებენ კომბინაციებს.