საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
ისწავლეთ სწორი სახელების დარქმევა. სამწუხარო მარცხი კი არა , სირცხვილი და უსუსურობა ქვია ამას. კალათბურთელი ბურთს ფარში რო ვერ აგდებს( ვერცერთი ვერცერთი პოზიციიდან) სალაპარაკოც არაფერია
რეზო
01 სექტემბერი 2022 23:37
9
ესე იცის ძმაკაცობით ნაკრებში მოხვედრამ შენ რა გონია ბურჯანაძე მართლა კალადბურთელია? უბრალოდ ფაჩულიას ნათესავია და მაგიტომ ათამაშებენ ცინცაძე იმის ძმაკაცია პრეზიდენტის და ტითქმის მთელი ნაკრები ესეეა ერთი როის გამოკლებით
aleko
02 სექტემბერი 2022 00:27
6
მადლობა ბიჭებს რაც შეეძლოთ გააკეთეს არ დამიწყოთ კრიტიკა და საქართველოს სიყვარულში შეჯიბრება ეს თამაში სამოყვარულო გუნდის თამაშს გავდა ამდენი შეცდომა ამდენი საჯარიმოს გაფუჭება არ შეიძლება და ბოლოს ბელგიას რო ვერ მოუგებ ამბიცია არ უნდა გვქონდეს რაიმე წარმატებაზე ვიცი რომ კრიტიკა ადვილია და არც მინდა ვინმე ვაკრიტიკო უბრალოდ ეს რეალობაა
vvvvv
01 სექტემბერი 2022 23:33
6
სანაძეს და ბურჯანაძეს რა უნდათ ნაკრებშიიიიიიიიიიიიიიიიი
rembo
01 სექტემბერი 2022 23:32
7
და ვინ მიეწვიათ,გვყავს ვინმე უფრო ძლიერი?
დავითი
02 სექტემბერი 2022 00:44
1
Ზუროსმა წააგო ეს თამაში, ბურჯანაძემ ყველაფერი ააცილა რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, დაცვაშიც მას ჩაეძინა ბოლო სამქულიანისას, რატომ ენდო ამდენი ხანი?
Irakli
01 სექტემბერი 2022 23:29
6
დავიწყოთ გინება? რაში იღებენ ამხელა ფულს
თემო
01 სექტემბერი 2022 23:29
11
ბითაძე ყინულები უნდა დაიდოს დღეს დიდი ხანი და მერე ძველი მეთოდი ხალხური კაკალი დანაყილი ვაშლის ძმარში არეული სქელი სითხის მაგვარი დაიდოს...დილას კარგად იქნება და მერე ბერულავას მიმართოს შემდეგ თამაშზე ხოდზე იქნება...გადაეცით
მოქალაქე
01 სექტემბერი 2022 23:29
10
კარგით რა შენგელიაც უაზროდ თავად აილეწა და ეს ბითაძეც, კლასი უნდა ქონდეს მარტო ჟილკა არ კმარა.
ეეე
01 სექტემბერი 2022 23:28
21
კიდევ ერთი სამი მაღალი დონის კალათბურთელი გვჭირდება.
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:28
0
მართალია და თუკი მაგ. რაგბში უკვე 18 წლიდან ვახერხებთ ბავშვების ნორმალურ გუნდებში და ნორმალურ ჩემპიონატებში გაყვანას, ამ კალათბურთს რა დაემართა, რატო ვერ ვზრდით ბავშვებს? საბაზისო უნარები ადრეულ ასაკში ვითარდება. ვიღა დაგაცდის თანამედროვე კალათბურთში ერთი საათი დამიზნებას, მასეთ ბურთებსაც რო ვერ აგდებენ ეგ კიდე სხვა უბედურებაა.
Lindbergh
02 სექტემბერი 2022 00:27
0
არვიცი, შეიძლება ვცდები მაგრამ,მგონია რომ მწვრთნელის გამოცვლის დროა, ახალი სისხლი და იდეები სჭირდება ნაკრებს. არსებული რესურსის მიუხედავად მაინც კარგად იბრძოლეს ყოჩაღ და ბიჭებს მადლობა.
PS. კომენტატორებს ვინმემ უთხრას იქნებ ყოველ წამს ღაღადი ღმერთო გვიშველე, ღმერთო დაგვიფარე არ არის ლამაზი, რატომ გვაქვს ქართველებს ეს ცუდი ჩვევა რომ ვავალდებულებთ ღმერთს მარტო ჩვენ დაგვიფაროს. იმდენად ხშირად ახსენებდნენ ყურადღება მიმექცა ძქლაუნებურად.
რუსთავი
01 სექტემბერი 2022 23:27
8
მეც ზუსტად იგივე შეგრძნება გამიჩნდა... არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ღმერთთან, მარა სულ მისი,დახმარების იმედად რო ვართ, იქნებ ჩვენც გავანძრიოთ ხელი... ამდენი ბავშვური შეცდომა არ შეიძლება... საჯარიმოები რაღა გახდა, თვეზე მეტია შეკრებაა, მთელი ცხოვრენაა ვარჯიშობთ, რობოტებივით უნდა ისროდნენ საჯარიმოებს ყველანი... არ შეიძლება ასე
რა მაფიაა
02 სექტემბერი 2022 00:12
0
ალბათ იმიტომ რო ბელგიაში ეკლესიებში დისკოტეკებია გახსნილი და ნამუსზე შეგდებაა ერთგვარი.
მ.მ
02 სექტემბერი 2022 00:03
3
ყველა გამოხმაურება
ბელგიასროგორ ვერ უნდა მოუგო! უსუსტესი გუნდია ადრე უფრო ძლიერი რომ იყო ვაფარჩაკებდით სულ.
გიორგი
01 სექტემბერი 2022 23:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული